მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საშინელებაა, როდესაც უარს ამბობენ მანდატებზე პარლამენტის არჩეული დეპუტატები“ - მეთიუ ბრაიზა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე

„საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ადასტურებს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ „მთავარი არხის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, პოლარიზაცია ორივე მხრიდან მომდინარეობს.

„საქართველოში არის ძალიან დიდი პრობლემა და ეს არის პოლიტიკური პოლარიზაცია. რაზედაც მუდმივად მიგითითებთ ევროკავშირი. ეს პოლარიზაცია ორივე მხრიდან მომდინარეობს. ეს არის საშინელება. პოლარიზაციას ადასტურებს ნიკა გვარამიასა და ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაკავება. ასევე, საშინელებაა, როდესაც უარს ამბობენ მანდატებზე პარლამენტის არჩეული დეპუტატები. საქართველოსა და შეერთებული შტატებისთვის მთავარი და მნიშვნელოვანია, შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მეტად ქართველებს ვნებს“, - აცხადებს  მეთიუ ბრაიზა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „დაწყებულია მმართველი რეჟიმის პოლიტიკური პანაშვიდი“ - შალვა ნათელაშვილი

👉 „ოპოზიციის სიცანცარის გამო, „ოცნება“ კიდევ ერთხელ გამარჯვებული გამოვიდა“ - ალეკო ელისაშვილი

👉 „ბოლო გედის სიმღერას მღერიან“ - შალვა ნათელაშვილი

👉 „ოცნებამ“ სხდომათა დარბაზის ჩაკეტვით, ფაქტობრივად, ევროპის გზა ჩაკეტა“ - პაატა მანჯგალაძე

👉„ოცნება“ დამატებით პოლარიზებას ხელს უწყობს“ - მიხეილ დაუშვილი