მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირადი ექიმის ვიზიტი, აქტიური მოძრაობები უჭირს და ფერმკრთალია“ - სააკაშვილის ადვოკატები

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ექსპრეზიდენტი მისმა პირადმა ექიმმა ნახოს.

ადვოკატები ამბობენ, რომ პირადმა ექიმმა სააკაშვილი კვირას ნახა და ამის შემდეგ მას ყოფილი პრეზიდენტის ნახვის შესაძლებლობა არ ჰქონია.

„ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ არის მართლმსაჯულების საკითხი. ეს არის ხელისუფლების პოლიტიკური დღის წესრიგი საკითხი. ფაქტობრივად ადამიანი ჰყავთ ტყვეობაში, არ აძლევენ ზარის განხორციელების უფლებას და სასამართლო პროცესებს არ ნიშნავენ. ამაზე ქართველ ხალხს, საზოგადოებას მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონდეს ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად“, - ამბობს ბექა ბასილაია.

სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, შიმშილობის შედეგი ყოფილ პრეზიდენტს უკვე ეტყობა და შესამჩნევად ფერმკრთალია.

„პირად ექიმთან დაკავშირებით ველოდებით პასუხს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. გასათვალისწინებელია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად სასიცოცხლოდ აუცილებელია მასთან პირადი ექიმის ვიზიტი და კონსულტაციის გავლა.

ბოლოს მისი ექიმი იყო კვირას და ამის შემდეგ ვიზიტი არ ჰქონია. ვიზუალურად აღიქმება ის უარყოფითი შედეგები, რაც შიმშილობამ უკვე გამოავლინა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. პირველი სიმპტომი, რაც აქამდე არ შეგვინიშნავს, ეს არის სიფერმკრთალე. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ექიმის ვიზიტი“, - აღნიშნა საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის გამოყოფასთან დაკავშირებით, სააკაშვილის ადვოკატი გიორგი გელბახიანი ამბობს, რომ სააკაშვილი წინააღმდეგი არ არის.

„წინააღმდეგი არ არის, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი. ამასთან დაკავშირებით არანაირი წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს. ის მორალურად არის ძალიან მხნედ. ვიზუალურად რაც ეტყობა, ეს შევნიშნეთ. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ექიმის ვიზიტი და ამის უფლებას არ აძლევენ. სპეკულაცია ის უფრო არის ექიმების გუნდზე, რომ ვსაუბრობთ“, - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ სააკაშვილს დღითი დღე უჭირს სიარული.

„აქტიური მოძრაობები უჭირს, სუნთქვის უკმარისობა არ აქვს, ამაზე არაფერი უთქვამს“, - აცხადებს ადვოკატი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

ამავე თემაზე:

🔴 „მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)

🔴 „სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დეტალების იმ ფორმით გასაჯაროება, როგორც ეს მოხდა, არასწორია“ - ომბუდსმენი

🔴 „მწვანილით დატვირთული მანქანით რომ შემოიპარები, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოს“ - ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილზე