მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საუბარი იმაზე, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ კომიკურია, ცარიელი სპეკულაციაა“ - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში რუსეთის ათი ათასობით მოქალაქის შემოსვლას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, იმის თქმა, რომ საქართველო რუსებით გაივსო, სპეკულაციაა, რადგან შემოსული რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია. 

„გაივსო რუსებით“, - ეს ნათქვამი სპეკულაციაა. მარტივი სტატისტიკაა, რომელიც მანიპულაციას არ ექვემდებარება. არის საზღვრის კვეთის სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 50 000 რუსეთის მოქალაქე იმყოფება, საიდანაც დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, უმრავლესობა, ქართველები არიან. ბევრი ადამიანი, ვინც იქ ცხოვრობდა და საქართველოში ჩამოვიდა ქართველები არიან, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები. მთლიანობაში, რუსი და რუსეთის მოქალაქე შეიძლება, მაქსიმუმ 20 000 კაცი იყოს. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ კომიკურია, ცარიელი სპეკულაციაა“, - განაცხადა კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „დასავლეთი დსთ-ში ახალი კონფლიქტების გაღვივების სცენარებზე მუშაობს“ - პუტინი

✔️ ბულგარეთმა უკრაინას მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე უარი უთხრა

✔️ სააკაშვილი ლუკაშენკოს: თუ აფხაზეთს აღიარებ, ეს დასასრული იქნება

✔️ „უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საწვავის გაიაფებას 10-20 თეთრის ფარგლებში ვვარაუდობთ“ - ფხაკაძე

✔️ დღის განმავლობაში უკრაინელებმა რუსების შეტევა 11 მიმართულებით მოიგერიეს