პოლიტიკა

სავიზო რეჟიმს გავაუქმებდი უამრავ ქვეყანასთან - ვახტანგ მეგრელიშვილი

გირჩის ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი
1659803124
დაკოპირებულია

„ჩემი აზრით, საქართველოს საზოგადოებაში ქსენოფობია არ არის პრობლემა“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. 

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნავს, სავიზო რეჟიმს უამრავ ქვეყანასთან გააუქმებდა. 

„ჩემი აზრით, საქართველოს საზოგადოებაში ქსენოფობია არ არის პრობლემა ზოგადად, თუმცა პოლიტიკური და მედია ძალისხმევით შეიძლება ამ განცდის გაღვივება საზოგადოებაში, 90-იანი წლებიც ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ჩემი წარმოდგენით, ეს თემაც გამოყენებული იყო კვლავ, რათა გაეგრძელებინათ დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან ჩხუბი, განსხვავებული პოზიციებიდან ერთმანეთის ლანძღვა-გინება, რადგან ძალიან გაღარიბდა ჩვენი პოლიტიკური ველი რაიმე იდეით ან თემით, რომელზედაც შეიძლება განსხვავებული აზრის ცივილურად გამოთქმა და კამათი.

ზოგადად სავიზო რეჟიმს გავაუქმებდი უამრავ ქვეყანასთან, განსაკუთრებით დღევანდელი ჩაკეტილობის ფონზე, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, ვისარგებლოთ იმ მცირე დარჩენილი შესაძლებლობებით, რომელიც რეგიონში და მსოფლიოში არსებობს ეკონომიკური კრიზისის დროს“, - აცხადებს პარტია „გირჩის“ ლიდერი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅ „კრემლის მთავარი მიზანი საქართველოს მთელი გეოპოლიტიკური ნების ოკუპაციაა“ - ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

🎥 „რუსეთი პლანეტის ჭირია“ - კახა გოგიძე

  საქართველოს მოქალაქეებს რუსული ენის მოსმენა და მათი თავხედური ქცევები აღიზიანებთ - თინა ხიდაშელი

✅ საქართველოში ტანკი აღარ დასჭირდებათ! შემოსულები არიან უკვე! - ნიკა მელია

 „მყისიერი საფრთხე გვიდგას იმისა, რომ გავხდეთ ჰიბრიდული ომის ყველაზე ცხელი წერტილი“ - დავით ძიძიშვილი