მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

კარლ ჰარცელმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა მადლიერება ევროკავშირის მხრიდან ათწლეულების მანძილზე საქართველოს განვითარებისთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

შალვა პაპუაშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი აქტიურად ჩაერთვება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების და მათი საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესში, რაც ქვეყანას სათანადოდ მოამზადებს 2024 წელს დაგეგმილი ევროკავშირში გაწევრიანების წარმატებული განაცხადისთვის.

ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის გეგმებზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე.