პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტარებმა დაჟინებით მოუწოდეს „ნაციონალურ მოძრაობას”, „ლელოს” და „სტრატეგია აღმაშენებელს”, ჩართულიყვნენ პარლამენტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
1658821353
დაკოპირებულია

„ევროპარლამენტარებმა დაჟინებით მოუწოდეს „ნაციონალურ მოძრაობას”, „ლელოს” და „სტრატეგია აღმაშენებელს”, ჩართულიყვნენ პარლამენტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე სამუშაოდ პარლამენტის მიერ შექმნილ  ჯგუფებსა და ოპოზიციის ნაწილის განცხადებებზე ისაუბრა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დელეგაცია, რომელმაც, ერთის მხრივ, მოიწონა საქართველოს პარლამენტის სამუშაო გეგმა 12 პუნქტთან დაკავშირებით და, მეორეს მხრივ, დაჟინებით მოუწოდა „ნაციონალურ მოძრაობას”, „ლელოს” და „სტრატეგია აღმაშენებელს”, ჩართულიყვნენ პარლამენტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.