პოლიტიკა

შარლ მიშელი - ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია 

შარლ მიშელი
1638289912
დაკოპირებულია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ევროკავშირისა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

„ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია. რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.  მივესალმები ჩვენს დისკუსიებს ირაკლი ღარიბაშვილთან, დენის შმიგალსა და ნატალია გავრილიცასთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მოლოდინში რეფორმების შემდგომი გაღრმავების მიზნით“, - წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ -...

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე, „ომიკრონით“ ინფიცირების სიმძიმესა და პანდემიის მართვაზე საუბრობს. 
1642516437
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს. 
1642534014
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის თქმით, სასურველია, რომ კოვიდვაქცინით აცრილმა და აუცრელმა ადამიანებმა მშვიდობიანად თანაცხოვრება და ერთმანეთის პატივისცემა შეძლონ. 
1642531011
მიმდინარე წლის 21 იანვარს ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ria.ru ავრცელებს. 
1642529170
ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლილი იპოვეს. 
1642534942
დღიური

ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, კიდევ ერთი „პანდემია“ და ღამის ბახმ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.
ამ პიროვნებას არაფერი სმენია სულხან მოლაშვილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში...
ახალგაზრდა „ენ-ჯე-ო-შნიკმა“ გიორგი მშვენიერაძემ თეორიულადაც არ იცის, რას ნიშნავს პენიტენციურ სისტემაში „არაადამიანური და ღირსებაშემლახავი მოპყრობა“, რაც ქვეყნის უახლოეს სამარცხვინო წარსულს უკავშირდება“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებას, რომლის თქმით, ისეთ საქმეებზე, როგორიც არის მოლაშვილის საქმე, ევროსასამართლომ სტანდარტად დაადგინა, რომ პირს, რომელიც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უნდა ჰქონდეს სრული წვდომა სამედიცინო სერვისებზე, რაც დღეს შეზღუდული აქვს სააკაშვილს.
შალვა პაპუაშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას „ტვიტერზე“ ეხმაურება. 
„გალერეა თბილისში“ განგაში იყო (ფოტო)
სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ ცოტა ხნის წინ განგაში იყო, რის გამოც შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ Pia.ge-ს თვითმხილველმა ადგილიდან აცნობა.