მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შავი ჯიპებიდან როდის გადმოჯდებით?“ - ელისაშვილი პრემიერს

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი Pia.ge

„როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას, როდის შემოიჭერს ქამრებს? როდის შეამცირებს ბიუროკრატიის ხარჯებს? ელემენტარული ამ შავი ჯიპებიდან როდის გადმოჯდებით?“, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერმა ანგარიში წარადგინა.

ელისაშვილმა ღარიბაშვილს მიმართა და განუცხადა, რომ ოცნებობს ისეთ ქვეყანაზე, სადაც მთავრობის მეთაური საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებს.

„ბატონო ირაკლი, თქვენც თქვით, რომ ძალიან ღატაკ ქვეყანაში ვცხოვრობთ 550 ათასი ადამიანი სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული, დარწმუნებული ვარ, რომ ერთი ამდენი ოცნებობს, რომ ეს დახმარება მიიღოს. მინდა გკითხოთ, როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, რომ როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას. როდის შემოიჭერს ქამრებს? როდის შეამცირებს ბიუროკრატიის ხარჯებს? ელემენტარული ამ შავი ჯიპებიდან როდის გადმოჯდებით?

აღრიცხული თუ გაქვთ რამდენი იხარჯება ან ამ მანქანების ყიდვაზე, შენახვაზე, ბენზინის ჩასხმაზე. მე მაგალითად, ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, სადაც ჩემი პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ივლის და ასევე ყველა მაღალი თანამდებობის პირი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ვეტერანებისთვის შემწეობის გაზრდაზე ისაუბრა და პრემიერს კითხვით მიმართა, აპირებს თუ არა მათი შემოსავლის გაზრდას.

„თავდაცვის მინისტრი იყავით, იცით როგორი დამამცირებელია 22 ლარი იმ ხალხისთვის, რომლებიც საკუთარი სხეულით გადაეფარნენ საქართველოს. 22 ლარად ვუფასებთ ჩვენ ამ გარჯას? აპირებთ თუ არა, რომ გაიზარდოს 100 ლარამდე? ესეც სამარცხვინოა, მაგრამ მაინც. აპირებთ თუ არა, რომ ეს შეცვალოთ?“, - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ ექიმებს

🔴 ირაკლი ღარიბაშვილი: 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წელს მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული წვდომა ლიცენზირებულ და ხარისხიან წყალმომარაგებაზე