პოლიტიკა

🎥 შემიძლია მოგილოცოთ მთელ ქვეყანას, სანქციები დაწყებულია - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი
1652556411
დაკოპირებულია

 „სანქციები დაწყებულია, შემიძლია მოგილოცოთ მთელ ქვეყანას“, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა მმართველ პარტიას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. 

„გაუშვით ექსპრეზიდენტი პატიმრობიდან, უამრავი პრეზიდენტები არის მიცემული პასუხისგებაში, მაგრამ გარეთ გაშვებული არიან ხელწერილით. მოგიწოდებთ გაუშვათ პატიმრობიდან“, - აცხადებს ნათელაშვილი.

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. 

„უმრავლესობამ  თამარის და დავითის სახელმწიფო „გააბანძა“. ჩვენ უნდა გავემზადოთ იმისათვის, რომ რეალური არჩევნები ჩავატაროთ და არ დავუშვათ შეცდომები. არ უნდა გავიმეორეთ მცდარი ქმედება, რომ  მდიდარი კაცის ხელისუფლებაში არჩევით საქართველო გაიხარებს, გვეშველება  და ეს მდიდარი კაცი შეგვინახავს და გაღებულ პირში თაფლს ჩაგვიდებს, ეს უნდა დავივიწყოთ.

ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს საშუალო კლასის და ფენის წარმომადგენლები, რომლებიც გააკონტროლებენ მდიდართა ფენას, რათა გადაიხადონ გადასახადები, გახსნან სამუშაო ადგილები, ისარგებლონ მაგრამ პოლიტიკაში არ მოვიდნენ და ქვეყანა არ გადააქციონ საკუთარ „მეწველ ძროხად“, - აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი.