მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეუძლებელია „ქართულ ოცნებას“ ეს გაუვიდეს!“ - გახარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას „ტვიტერით“ ეხმაურება. 

მისი განცხადებით, ხელისუფლება ამით საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ სახელმწიფო მოხელეებს და დაუცველს ხდის მოქალაქეებს. 

„საქართველოს მთავრობამ ახლახან გააუქმა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რითაც ხელისუფლება საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და მოქალაქეებს დაუცველად ტოვებს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის პირისპირ.

შეუძლებელია „ქართულ ოცნებას“ ეს გაუვიდეს! დიდი მადლობა ლონდა თოლორაიას და ინსპექტორის გუნდს გაწეული შრომისთვის“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც აღნიშნული სამსახური გაუქმდა. 

ამავე თემაზე: 

✔️ „მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება“ - სალომე ზურაბიშვილი

✔️ „წინასაახალწლო სიურპრიზად” გავიგეთ, რომ კონსპირაციულად დაინიცირდა კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „გაუქმების” შესახებ - ლონდა თოლორაია

✔️ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

✔️ „საქართველოს პარლამენტს მოვუწოდებ თავი შეიკავოს დაჩქარებული წესით კანონპროექტის მიღებისგან“ - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე