პოლიტიკა

შევახსენებ ყველა ზუგდიდელს, რომ სააკაშვილის დროს ამ ქალაქში თარეშობდნენ სწორედ ის კრიმინალები, რომლებიც დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას - ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
1634825899
დაკოპირებულია

„ზუგდიდში არის სრული მზაობა იმისა, რომ 30 ოქტომბერს ჩვენმა ღირსეულმა კანდიდატმა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, იმიტომ, რომ ამ ქალაქს და ზუგდიდელებს სხვა ალტერნატივა, სხვა გზა, სხვა არჩევანი არ აქვთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სააკაშვილის დროს, ამ ქალაქში თარეშობდნენ სწორედ ის კრიმინალები, რომლებიც დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას.

„მინდა, რომ შევაჯამო ჩვენი შეხვედრები. სამეგრელოში გვქონდა შეხვედრები ჩვენს შტაბებთან. მინდა გითხრათ, რომ ზუგდიდში არის სრული მზაობა იმისა, რომ 30 ოქტომბერს ჩვენმა ღირსეულმა კანდიდატმა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, იმიტომ, რომ ამ ქალაქს და ზუგდიდელებს სხვა ალტერნატივა, სხვა გზა, სხვა არჩევანი არ აქვთ. ზუგდიდმა ძალიან კარგად იცის სიმართლის ფასი, ტყუილის ფასი, თეთრის და შავის გარჩევა. ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორ იქცეოდა წინა ხელისუფლება, მჩაგვრელი, მოძალადე, მკვლელების და სადისტების ხელისუფლება ამ ქალაქში. მე შევახსენებ ყველა ზუგდიდელს, რომ სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სააკაშვილის დროს, ამ ქალაქში თარეშობდნენ სწორედ ის კრიმინალები, რომლებიც დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას. თქვენ კარგად გახსოვთ, მაგალითად, იგივე „კასრების საქმე“ და ვინ არის ამ „კასრების საქმის“ შემოქმედი, მათი სახელი არის კოლექტიური უბირიები, იცით ხომ, ვინ არის უბირია, კაცი, რომელიც აუპატიურებდა უდანაშაულო ადამიანებს და აწამებდა ადამიანებს. ეს ხელისუფლება და ეს ძალა არის „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილის პარტია.

მინდა ერთი რამ ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არავის არ მისცემს პროვოკაციის მოწყობის უფლებას და საშუალებას. ერთადერთი მიზანი და მიზეზი, რის გამოც ჩამოვიდა სააკაშვილი, ეს იყო არეულობის მოწყობა ქვეყანაში, რომელიც არ გამოუვიდათ და მინიმუმ 6 წელი ეს კაცი იჯდება ციხეში. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ციხეში ყოფნა არ გვიხარია და ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დგან კანონზე მაღლა, იმის მიუხედავად, ვის რა თანამდებობა აქვს, ან ჰქონდა.
მე არ მინდა ვისაუბრო ჩვენი კანდიდატის ოპონენტზე. ანზორ მელია შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს და კითხვა მინდა დავუსვა თითოეულ ზუგდიდელს - რა მოტივაცია აქვს ამ კაცს, როგორ უნდა მართოს ზუგდიდი კაცმა, რომელმაც არ იცის ბიუჯეტი, რამდენი სოფელი ამ ქალაქში და საერთოდ, წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება მუნიციპალიტეტი. ამ დროს, ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი, უწესიერესი კაცი, ბატონი მამუკა წოწერია, რომელიც ღირსეული ზუგდიდელია, რომელიც არ შეარცხვენს ზუგდიდელებს და ზუგდიდს, ამ ქალაქს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მინდა ვთხოვო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომ არც ერთი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს, ყველანი არჩევნებზე, რომ 30 ოქტომბერს საბოლოოდ ბეჭედი დავუსვათ ნაციონალური მოძრაობის ამ ბოგინს. მთავარი დამნაშავე ციხეშია, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იქნება ციხეში. მე მოვისმინე რამდენიმე ჩვენი მხარდამჭერისგან, რომ შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს 6 წელი არ იჯდება, აპირებენ გადაცემას უკრაინაში და ა.შ. ყველაფერი არის გამორიცხული. გამორიცხულია, რომ სააკაშვილის საპატიმროდან გამოვიდეს ვადაზე ადრე. მინიმუმ 6 წელი იჯდება იგი საპატიმროში და რა თქმა უნდა, ასევე გამორიცხულია და ამაზე სერიოზული კომენტარი არ შეიძლება გავაკეთო, რომ ხომ არ იგეგმება მისი გადაცემა უკრაინაში, ეს არის სრული აბსურდი და ამაზე მე უკვე გავაკეთე კომენტარი.

ასევე, მინდა ვთქვა ერთი რამ და მივმართო ზუგდიდელებს, რომ ვინმემ წარმოიდგინოს და დავუშვათ, ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ ანზორ მელია არის ზუგდიდის მერი. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ წყვეტა მოხდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. როგორ შეიძლება, რომ მთავრობას ამ ადამიანთან, ან ამ ძალასთან ჰქონდეს ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა. ამით ხომ დაიჩაგრება ისევ და ისევ ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა, ზუგდიდელები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ საერთო ეროვნულ დონეზე მოვიგეთ არჩევნები და მივიღეთ 47% და ახლა, ამ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ დიდი უპირატესობით ამ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას.

ჩვენს მოსახლეობას რა სჭირდება - სამუშაო ადგილები, სიღარიბის დაძლევა, პროგრესი, განვითარება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა პოლიტიკოსებს შორის გაუთავებელი, რაღაც უაზრო, უსაგნო საუბარი და კინკლაობა. 30 ოქტომბერს ამასაც დავასრულებთ. არჩევნების შემდეგ აღარ იქნება საუბარი აღარც სააკაშვილზე და აღარც „ნაცმოძრაობაზე“. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენს ამომრჩევლებს, ღირსეული პოზიციისთვის და კიდევ ერთხელ, 30 ოქტომბერს, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და მოვიგოთ ღირსეულად, ძლიერად“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“

„ვაქცინირებულებში პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება“ - გიორგი ფ...

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა, რომელიც პოსტკოვიდურ გართულებებს ეხება. 
1638959458
მქონდა სურვილი, რომ ქვეყნის სამსახურში, რეალური საქმის კეთებაში ოპოზიციაც ჩართულიყო,  მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ შეუძლიათ, - დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.
1638966394
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების „მოდერნას“ ვაქცინასთან კომბინაცია უკეთეს იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს.
1638964103
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, გრიპის ვირუსზე და კორონავირუსის ახალ ვარიანტზე „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1638954183
„2021 წელს რეალური მშპ-ის 10%-იან ზრდას მოველით. ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი  შიდა მოთხოვნა იქნება“, - განაცხადა სების პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
1638968834
კახა კალაძე ფესიბუქ ლაივში

კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს: პატრიოტულ მიდგომას დღეს უდიდესი მნიშ...

თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკური კონკურენციის მიუხედავად, შეეცადონ, ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. 
საქართველოს რკინიგზის რეიტინგის პროგნოზი გაუმჯობესდა
სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა 8 დეკემბერს საქართველოს რკინიგზის რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა და ნეგატიურიდან სტაბილურზე გადაიყვანა.
როლანდ ბერიძემ დღეს შპს „ქედის კომუნალურსერვისის“ თანამშრომლებს ახალი...
ქედის მერმა, როლანდ ბერიძემ დღეს შპს „ქედის კომუნალურსერვისის“ თანამშრომლებს ახალი უფროსი - სილოვან ბერიძე წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 
„ლარი სჭირდებათ რომ გმართონ, რაც უფრო მეტად შეგსვამენ ლარზე, მით მეტი...
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 10.5%-მდე გაზრდას სოციალური ქსელით ეხმაურება.