მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სიმბოლურ გზავნილებსაც დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს“ - ბელგიის პრემიერი

ბელგიის პრემიერ-მინისტრი

„ვფიქრობ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ჩვენ მივეცით საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას“, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კრომ განაცხადა. 

მისი თქმით, ეს გზავნილი ნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც წევრობა სურთ.

„ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის გასულ კვირას იყო, როდესაც საუბარი იყო ევროპულ გაფართოებაზე. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის. ზოგმა შესაძლოა თქვას, რომ ეს სიმბოლურია, მაგრამ სიმბოლურ გზავნილებსაც დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს აჩვენებს, რომ ქვეყნებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან თავისუფალი ღირებულებებისკენ გზა გახსნილია. ვიცით, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და ბევრ ძალისხმევას საჭიროებს“, - აცხადებს ბელგიის პრემიერ-მინისტრი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „შეთანხმებული მოქმედებების დროა“ - კარლ ჰარცელი

✔️ „დროა, მთავრობამ ითანამშრომლოს როგორც ოპოზიციასთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან“ - კელი დეგნანი

✔️ 🎥 „ეს არის სრული სისულელე“ - კალაძე სახალხო მოძრაობის შექმნაზე

✔️ რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა და რამდენად რეალურია ამ ტიპის მთავრობის შექმნა? - შოთა კაკაბაძის განმარტება

✔️ „ერთმანეთს უკითხონ სახლში ლექციები“ - მაჭარაშვილი სახალხო მოძრაობის შექმნაზე