პოლიტიკა

🎥 სოლიკო ვირსალაძის ფული არა რუსული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფულია - ელენე ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერი
1655976872
დაკოპირებულია

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსეთიდან მისი ოჯახის ანგარიშებზე ჩარიცხულ თანხას საქართველოსთვის „საამაყო ფულს“ უწოდებს. შესაბამისი განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მან მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი და ოჯახის წევრების ანგარიშების შემოწმებისკენ მოუწოდა.

როგორც ხოშტარიამ განმარტა, სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებიდან მიღებული თანხა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლების მიერ რუსეთში გასტროლებზე გამომუშავებული თანხა შინაარსობრივად ერთმანეთისგან განსხვავდება.

 

ცნობისთვის, „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტია „დროას“ ლიდერს ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრს რუსეთიდან ყოველთვიურად მილიონობით ლარი ერიცხება.

აღნიშნულ ინფორმაციას ელენე ხოშტარია გამოეხმაურა და მას აფიორა უწოდა. როგორც ხოშტარიამ განმარტა, მისი მამა თეატრის მხატვრის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია.