პოლიტიკა

სოფო კილაძე: მივმართავ კაცებს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლონ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ქართული ოცნების ოფისში 2019
1583507283
დაკოპირებულია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ხაშურის ცენტრში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მოინახულა.

დეპუტატის თქმით, ფემიციდთან ბრძოლაში საზოგადოება და ხელისუფლება ერთდროულად უნდა ჩაერთოს.

სოფო კილაძემ კაცებს მოუწოდა, ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ხმა აიმაღლონ, რადგან ამ საკითხზე ძირითადად ქალები საუბრობენ.

"პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ის, რაც, დღეს ვნახე არის უმძიმესი. მინდა საზოგადოებას და განსაკუთრებით, მამაკაცებს მივმართო, აიმაღლონ ხმა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ ამ თემაზე უმეტესად ქალები საუბრობენ. სანამ საქართველოში მეზობლები, მშობლები ან ნათესავები ქალთა მკვლელობებს ამართლებენ და მსხვერპლისკენ იშვერენ ხელს, მანამდე მხოლოდ კანონი და სამართალდამცავები ვერაფერს გახდებიან. საჭიროა საზოგადოება და სახელმწიფო ერთდროულად ჩაერთოს ფემიციდთან ბრძოლაში. მინდა მედიასაც მივმართო, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინოს ამ თემის სენსიტიურობა. არ შეიძლება ასეთი ძალადობის შემცველი კადრების ჩვენება, შესაძლოა ასეთი მედია გაშუქება ახალი ძალადობის მაპროვოცირებელი გახდეს.

ჩვენ, ასევე, საკანონმდებლო დონეზე ვმუშაობთ კანონის გამკაცრებაზე, მათ შორის ჩვენმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ელექტრონული სამაჯურების შესახებ მთავრობის ინიციატივას. არ გამოვრიცხავ სასჯელის კუთხითაც მოხდეს კანონი გამკაცრება",- განაცხადა სოფო კილაძემ.