მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სუსმა აღიარა, რომ გორის ძალადობის ჩანაწერები წაშალა, ვაპირებ ბრძოლას თქვენთვის, თქვენ რას აპირებთ?“ - სააკაშვილი

სააკაშვილი VS პოლიცია

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ არ გაჩერდება და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. 

„სუსმა აღიარა, რომ წაშალა გორის ძალადობის ჩანაწერები. აი ასე უბრალოდ თქვა, რომ მოუნდა და ჩაიდინა დანაშაული. მე არ ვაპირებ გაჩერებას და ვაპირებ ბრძოლას არა ჩემთვის, არამედ ჩვენთვის, თქვენთვის. თქვენ რას აპირებთ?“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილთან მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალა წაშლილია. 

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა, ადვოკატებს კი, სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉  „სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნას მთლიანად სუსი აკონტროლებდა“ - ბექა ბასილაია

👉 „გიორგი გიორგაძე მალე მიეცემა პასუხისგებაში მისი მოქმედებების გამო“ - ნიკა გვარამია

👉 „კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე, ანემია“ - ნევროლოგი სააკაშვილზე

👉 „მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და დიაგნოსტიკა არის არაადეკვატური“ - მარიამ ჯიშკარიანი

👉 „სააკაშვილთან მიმართებით კვლავ შეუსრულებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე გაცემული რეკომენდაციები“ - ლომჯარია