მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილმა მართვა გადააბარა გუნდს, რომელსაც შეუძლია გამოწვევებთან გამკლავება

თალაკვაძე და ივანიშვილი

„რაც შეეხება პოლიტიკიდან გასვლას, აქ ყველაზე მთავარი არის ის, თუ რა წინაპირობები უზრუნველყო ბიძინა ივანიშვილმა იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღო“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გადაწყვეტილების შესახებ, ბიძინა ივანიშვილს წინასწარი განხილვა ჰქონდა გუნდთან.

„მნიშვნელოვანი აქ არის, თუ რა წინაპირობები უზრუნველყო ბიძინა ივანიშვილმა იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღო - მისი ლიდერობით განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები და დღეს, ქვეყანას აქვს ქმედითი დემოკრატიული, მან ასევე, ჩამოაყალიბა თანამედროვე, ეფექტური გუნდი, რომელსაც შეუძლია გამოწვევებთან გამკლავება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ არის მისი გადაწყვეტილება პასუხისმგებლიანი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ოპონენტების შეფასებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უპასუხისმგებლობის კლასიკურ მაგალითს ოპოზიცია აჩვენებს.

„უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითი არის სწორედ ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს, როდესაც საზოგადოებას ეუბნება, რომ ავრევთ ქვეყანას თუ ახალი არჩევნები არ ჩატარდება და როდესაც საკუთარი მხარდამჭერების არჩევანს უგულებელყოფს და პარლამენტში არ შედის, როდესაც თქვენ, საზოგადოების ნაწილი აგირჩევთ იმისთვის, რომ შეხვიდეთ პარლამენტში, ოპონირება გაუწიოთ ხელისუფლებას, იმუშაოთ კანონებზე, პრობლემებზე და თქვენ პარლამენტში არ შედიხართ, ამ დროს ითხოვთ დაფინანსებას იმისთვის, რასაც არ აკეთებთ - სწორედ ეს არის უპასუხისმგებლობა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

🛑ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა თამაში შეცვალა