
"სახელმწიფო ამ მომენტისთვის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და ასევე მინიმალური იყოს ზიანი ჩვენს ეკონომიკაზე, რომელიც საბოლოო ჯამში თითოეულ ოჯახზე აისახება", - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სხდომაზე სამი ძირითად საკითხთან დაკავშრებით ისაუბრეს.
"შევთანხმდით და განვიხილეთ საკითხები სამი ძირითადი მიმართულებით. პირველი- საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ჯანმრთელობა, სადაც ყველა შესაძლო ზომა და ყველა შესაძლო ნაბიჯია გადადგმული, როგორც პრევენციის მიმართულებით, ასევე კლინიკური და მკურნალობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ზედმიწევნით ყველა მოქალაქემ გაითვალისიწნოს ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურების მიერ არის გაცემული. ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ იმ კარგი შედეგბის შენარჩუნებას, რომელიც მიღწეულია ექიმების, ექთნების, ეპიდემიოლოგების, მოკავშირე სამსახურების მიერ. ჩვენმა სახელმწიფომ და ჩვენ ყველამ შევძელით ორკვირიანი ვადის მოგება, როდესაც მსოფლიოში ვირუსის გავრცელების ტენდენცია არის მზარდი, საქართველო თითქმის ორი კვირით ჩამორჩება ტენდენციას. მეორე მნიშველოვანი თემა, ეს არის ეკონომიკა, სადაც პრემიერმა ისაუბრა იმაზე, რომ არსებობს კონრკეტული გეგმები, მიღებულია კონკრეტული ზომები, გადადგმულია ნაბიჯები, მაგრამ ასევე არის დამუშავებული შემდგომი სცენარები და ის მექანიზმები, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება გაოიყენოს ბიზნესისა და თითოეული დასაქმებულის, ასევე იმ ადამიანების დასახმარებლად. მესამე- მნიშვნელოვანი თემა არის პოლიტიკური პროცესი და ის საკანონდებლო ცვლილებები, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს და შეთანხმება არსებობს პოლიტიკურ სპექტრში. აქაც ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურალურად, რომ მომდევნო პერიოდებში ის დროები და ინტერვალები, რაც სჭირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს, მინიმალურად აისახოს პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესის კალდენდარზე და ჩვენ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შევძლოთ იმ ვალდებულებებისა და პირობების შესრულება, რაზეც პოლიტიკური შეთნხმება არის მიღწეული",- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.