პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე პრეზიდენტს: გიორგი ანწუხელიძეს და ოთხოზორიას ბოდიში იმაზე მოუხადეთ, რომ საქართველოს ერთიანობისთვის არ იბრძვით, რისთვისაც მათ თავი გაწირეს

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე
1685095683
დაკოპირებულია

„მრჩება განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაივიწყა, ან დაავიწყებინეს ტერიტორიული მთლიანობის იდეა. აშკარაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ვიღაცისთვის თავის ტკივილია და სურთ დაგვავიწყონ ან უარი გვათქმევინონ ამაზე“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

მან სამარცხვინო უწოდა სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას და განაცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაში დღესაც არ ყოფილა მთავარი თემა - საქართველოს გამთლიანება.

„ისტორიულად სამარცხვინო იყო დღეს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. დღეს მთელი მსოფლიო გვიყურებს და სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ ლაფი დაასხა თავზე საქართველოს, იმ სამხედროებს, რომლებიც სამშობლოს სიყვარულით გულანთებულნი მის წინ იდგნენ. მჯერა, ყველა სამხედროს სტკიოდა ის, რომ ასეთი მთავარსარდალი ჰყავთ. უკვე მერამდენედ ეს პიროვნება ჩვენი ქვეყნის ღირსებას ლახავს.

პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა ანწუხელიძის და ოთხოზორიას ოჯახებს იმისათვის, რაც საქართველოში ხდება. მე კი შევახსენებ მას, რომ გიორგი ანწუხელიძემ, შინდისის გმირებმა, გზირიშვილიმა და სხვებმაც საქართველოს ერთიანობისთვის გაწირეს თავი. ამ გმირების ხსოვნისადმი პატივისცემა კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაა. საქართველოს პრეზიდენტი კი არაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის. არც დღეს ყოფილა მის სიტყვაში მთავარი თემა საქართველოს გამთლიანება. როგორც ჩანს, ზურაბიშვილს ავიწყდება, რომ პრეზიდენტია და უპირველეს ყოვლისა, ამაზე უნდა ზრუნავდეს.

მრჩება განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაივიწყა, ან დაავიწყებინეს ტერიტორიული მთლიანობის იდეა. აშკარაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ვიღაცისთვის თავის ტკივილია და სურთ დაგვავიწყონ ან უარი გვათქმევინონ ამაზე. სწორედ ამას აკეთებს დღეს სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს წითელი ხაზი გადაკვეთა ქართველ ხალხთან. თუკი მას ჰგონია, რომ რომელიმე ქართველი, გაყიდული სულების გარდა, აფხაზეთს და სამაჩაბლოს რამეზე გაცვლის, ძალიან ცდება. ამაზე მკაცრ პასუხს მიიღებს ხალხისგან“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.