მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავად არ იციან რა არის ევროპა და სხვა რა უნდა აუხსნან! მარტო უნდათ რომ ღარიბაშვილი გადადგეს, მეტი არაფერი - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი

„სამოქალაქო სექტორი პოლიტიკურ პოზიციებს არ უნდა აჟღერებდეს. როგორც კი აქციის ორგანიზატორები იწყებენ აქციის მონაწილეების ტარებას - პარლამენტიდან მთავრობასთან, მთავრობიდან ივანიშვილთან, ივანიშვილიდან „ქართული ოცნების“ ოფისთან, ე.ი. მორჩა, მათ არაფერი აქვთ სათქმელი, კრიზისში შედიან“, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში, კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა 3 ივლისის აქციაზე საუბრისას განაცხადა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მთავარია არა პრემიერის გადადგომა, არამედ ამ 12 პუნქტის შესრულება. 

კონფლიქტოლოგის განცხადებით, სამოქალაქო მოძრაობა ჩიხში შევიდა. 

„გუშინდელი აქციით გულდაწყვეტილი ვარ. სამოქალაქო სექტორი არ უნდა აჟღერებდეს პოლიტიკურ პოზიციებს, მით უმეტეს შეუსრულებელს. ის, რომ ასეთ ვითარებაში პრემიერ-მინისტრი არ გადადგება, ყველას უნდა ესმოდეს, თუ არ ესმით, ძალიან ამოვარდნილები არიან რეალობიდან. მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი მიიღო კანდიდატობის სტატუსზე, მთელი გუნდი უნდა გადამდგარიყო. არ გადადგება მთავრობა, ისინი ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ. პირიქით, ისინი ბედნიერები არიან. მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა არ მიგვეღო ევროკავშირის სტატუსი. 

არავინ არსად არ გადადგება. როგორც კი აქციის ორგანიზატორები იწყებენ აქციის მონაწილეების ტარებას - პარლამენტიდან მთავრობასთან, მთავრობიდან ივანიშვილთან, ივანიშვილიდან „ქართული ოცნების“ ოფისთან, ე.ი. მორჩა, მათ არაფერი აქვთ სათქმელი, კრიზისში შედიან. მათ იმედი ჰქონდათ, გზაში ჩამოიშლებოდა „ოცნება“. ეს ძალიან უსუსური და ზედაპირული დამოკიდებულებაა, გული მწყდება, რომ ისევ მორიგ ჩიხში შევდივართ. 

მეც მინდა ცვლილებები და მინდა მივყვე მათ. უნდა აიღონ ეს 12 პუნქტი და თქვან, ჩვენ სამოქალაქო სექტორს გვაქვს სერიოზული საექსპერტო გამოცდილება, გვყავს ხალხი  ჩვენ დავწერთ ჩვენ გეგმას და თქვენ, მთავრობამ, თქვენი გეგმა დაწერეთ. მთავარია არა გადადექი გადმოდექი, არამედ მთავარია ახლა როგორ ვუპასუხებთ ამ 12 პუნქტს. უნდა ვაჩვენოთ საქართველოს, პირველ რიგში, და ევროპას, მეორე რიგში, რომ სამოქალაქო სექტორში ოპოზიციაში უფრო კონკრეტული ხედვებია, ვიდრე ხელისუფლებაში“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკური ჩიხიდან ქვეყანას ვერ გამოიყვანს. 

„ივანიშვილის გამოჩენით სიტუაცია არ გამოკეთდება, ის უნდა წავიდეს. მეგრელებმა აჩვენეს, რომ შეიძლება ივანიშვილის გაშვება. ოპოზიციას მხოლოდ თბილისის პარლამენტში ჯდომა უნდა. ვისაც უნდა ივანიშვილის გაშვება, ის არაფერს სხვას არ სთავაზობს საზოგადოებას. ძალიან იოლია „ქართული ოცნების“ გაშვება, თუ ოპოზიცია სთავაზობს სხვა არჩევანს საზოგადოებას, ხალხი ელოდება ცვლილებებს. მაგრამ რატომ უნდა გაცვალოს ივანიშვილი სააკაშვილში? საჭიროა, ოპოზიციას ჰქონდეს მკაფიო ხედვა, რატომ თვითონ და არა „ქართული ოცნება“, პირველად საქართველოს ისტორიაში არჩევანი არ აქვს ამომრჩეველს. 

ოპოზიცია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. ისე მოვა 2024 წელი, მზად არ იქნებიან საერთოდ და რეფერენდუმს გამოაცხადებენ მორიგს. „ქართული ოცნება“ რომ დაჰბრუნებოდა მიშელის შეთანხმებას, ჩვენს დღეს კანდიდატობა გვექნებოდა. პირველ  რიგში, საჭიროა მუშაობა, არა იმ 100 000 კაცთან, არამედ იმ ხალხთან, ვინც არ გამოდის ქუჩაში. საჭიროა „ქართულ ოცნების“ ამომრჩეველთან ლაპარაკი. კატასტროფისკენ მივდივარ, აუხსენით რა არის ევროპა, მაგრამ თავად არ იციან რა არის ევროპა და სხვას რა უნდა აუხსნან! მარტო უნდათ, რომ ღარიბაშვილი გადადგეს, მეტი არაფერი“, - დასძენს ექსპერტი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „როგორც კი ბიძინა მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდება, ცვლილებები დაიწყება“ - გია ხუხაშვილი

✔️ „კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როდესაც საკითხის მიჩუმათება სჭირდებოდათ“ - მამუკა ხაზარაძე

✔️ იმედია, ოპოზიცია არ აპირებს, შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს - სალომე სამადაშვილი

✔️ „ახლა იმის დრო არ არის, რომ პარლამენტმა ორ თვიანი შვებულება გამოაცხადოს“ - თინა ხიდაშელი

✔️ „რა ჯგუფიც არ უნდა შეიქმნას, იქ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი“ - გია ხუხაშვილი