მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავდასხმა ელჩზე ეს არის თავდასხმა შეერთებულ შტატებზე“ -  ზურაბ ბატიაშვილი

 რონდელის ფონდის მკვლევარი

„ელჩზე თავდასხმა ქვეყანაზე თავდასხმაა“, - ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ბატიაშვილის თქმით, გუშინდელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მიერ გაკეთებული განცხადებით, „ოცნებამ“ მკაცრი გაფრთხილება მიიღო. 

„თავდასხმა მათზე ეს არის თავდასხმა შეერთებულ შტატებზე და თავდასხმა ევროკავშირზე. სწორედ ეს იყო გუშინ ნათქვამი ვაშინგტონის მხრიდან, რომელმაც, რა თქმა უნდა, ცივი წყლის გადასხმის ეფექტი იქონია „ქართულ ოცნებაზე“.

ელჩი შესაძლოა, გაიწვიო, მაგრამ მეორეა, ამას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვფიქრობ, რომ მკაცრი გაფრთხილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის მხრიდან ძალიან სერიოზული პასუხი იქნება“, - აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ელჩ დეგნანს სრული მხარდაჭერა აქვს. „დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას და ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ჩვენი საერთო მიზნების მხარდაჭერაზე“.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  აღნიშნა, რომ  კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „მეტი დაფასებით უნდა მოვეპყროთ ერთმანეთს, პარტნიორები ერთმანეთთან ასე არ ურთიერთობენ“ - კელი დეგნანი

👉 „ეს არის განგაშის ზარი“ - თენგიზ ფხალაძე

👉 „ნედ პრაისის განცხადება აშშ-ს მიერ საქართველოსთვის „ყვითელი ბარათის“ ჩვენებას ჰგავს“ - ლევან იოსელიანი

👉 „ოცნებამ“ ამერიკის ელჩის გაწვევის სპეცოპერაცია წამოიწყო“ - გია ხუხაშვილი

👉 „ბრალდებები, რომ ევროკავშირი ჩვენგან მეორე ფრონტს და ომს ელოდება, მიუღებელია“ - სალომე ზურაბიშვილი