მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოსა და კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და უნდა შეწყდეს - ჯიმ რიში

სენატორი ჯიმ რიში

„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ ელჩ დეგნანზე და საელჩოს მთელ გუნდზე თავდასხმები უნდა შეწყდეს.

სენატორი ასევე იმედგაცრუებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ დაპირისპირების და უნდობლობის კამპანიას მედია სივრცეში დიდი დრო და ძალისხმევა ეთმობა, რაც საქართველოში პოლარიზაციას აღრმავებს.

„იმედგამაცრუელებლია იმის მოსმენა, რომ პოლიტიკურად დატვირთული ასეთი რიტორიკა ქართულ მედიაში ამდენ დროს იკავებს. ელჩმა დეგნანმა და ჩვენმა გუნდმა აშშ-ის საელჩოში არაერთხელ გამოხატეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ, რომ მათი მომავალი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და ევროკავშირში იყოს. ეს თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და ევროკავშირის ყოფილ ელჩ კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და ისინი უნდა შეწყდეს“, - აცხადებს სენატორი ჯიმ რიში. 

ცნობისთვის, 27 ივლისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ნამდვილად შეხვდა.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ეს წერილი გახლავთ ამერიკის მიმართ შანტაჟი, მე თუ დავსანქცირდები, მოვაღებ პირს და ვიტყვი, რომ თქვენი ელჩი მაიძულებდა, ომი დამეწყო რუსეთისათვის“ - შალვა ნათელაშვილი ივანიშვილის განცხადებაზე

👉 „ბიძინა მთავარს ვერ აცნობიერებს, ისტორიამ მას დააკისრა პროცესებზე პასუხისმგებლობა“ - გია ხუხაშვილი

👉 „ალტერნატიული პროცესი სწორი არ არის, მაგრამ ვაშაძის ჭკუაზე რომ გაივლი, ასე მოხდება“ - იაგო ხვიჩია

👉 „თურმე კითხვა არ დავსვათ, რადგან ელჩია, ეს არის მიუღებელი“ - ირაკლი ზარქუა კელი დეგნან