პოლიტიკა

თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თავისუფლების მოედანზე
1634220424
დაკოპირებულია

თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

„თავისუფლება მიშას“ - ამ მოთხოვნით აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათი მხარდამჭერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

სააკაშვილის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. ამასთან, მათი განცხადებით მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მართლმსაჯულების პროცედურებით მისი გათავისუფლება ფაქტობრივად, შეუძლებელია.

აქციას, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით იმართება, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეურთდნენ.

მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს და თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას შეურთდნენ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✅„მე-14 დღეა შიმშილობს და მდგომარეობა დამძიმებული უნდა იყოს“ - სააკაშვილის პირადი ექიმი

✅„ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე, რიკოთზე გეახელით ლობიანს“ - ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან

✅„ღირსებად არ მიმაჩნია, ციხეში მყოფი მოშიმშილე ადამიანისათვის ფეხის დაჭერა“ - ნინო ბურჯანაძე (ვიდეო)