მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატებად მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე დასახელდნენ

თბილსის მერის მოადგილეობის კანდიდატები

ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის მერის მოადგილეები მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე იქნებიან. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, პირველად არსებობს შანსი, რომ თბილისის მთავრობა კოალიციური იყოს, რაც ამომრჩეველმა უნდა გამოიყენოს.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია დაუპირისპირდება.