პოლიტიკა

თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, გამოცდილი საჯარო მოხელე, მას უპირისპირდება ბოტკოველი, რომელიც გამოირჩევა უბადლო ტყუილებით და არის მწამებელი პარტიის სახე - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ბათუმში, ხელვაჩაურსა და ოზურგეთში მერობის კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდებიან
1635083233
დაკოპირებულია

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თელავი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია, სადაც მმართველმა გუნდმა პირველ ტურში გაიმარჯვა, თუმცა კანდიდატს გამარჯვების პირველსავე ტურში დასასრულებლად გარკვეული ხმები დააკლდა.

„მოგეხსენებათ, ფაქტორი იყო ყოფილი გუნდის წევრის, რამაც ჩვენი მომხრეები გარკვეულწილად დააბნია, მათ შეძლეს გარკვეული ხმების მობილიზება და პირველ ტურში შესაბამისად დაგვაკლდა გარკვეული რაოდენობა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მეორე ტურში, ბუნებრივია ძალიან ღირსეულად გავიმარჯვებთ, ლევანი გაიმარჯვებს ღირსეულად, თელავის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად და სწორად აფასებს არსებულ მოცემულობას და მჯერა, თელავი ხმას მისცემს პროგრესს, კეთილსინდისიერებას, მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას და კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას, წამებას და ყველა იმ დემაგოგიას, რომელიც მომდინარეობს სააკაშვილის პარტიისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა მმართველი გუნდის კანდიდატის ოპონენტზე, რომელიც მას მეორე ტურში უპირისპირდება.

„ლევანს უპირისპირდება კაცი, გვარად ბოტკოველი, რომელიც გამოირჩევა უბადლო ტყუილებით, დემაგოგიით და სიცრუით და ძალიან ბევრ ადამიანს ატყუებს. თელავი დიდი ქალაქია, მაგრამ ამავდროულად, აქ ყველა ერთმანეთს კარგად იცნობს და კარგად ახსოვს თელავს, რას საქმიანობდა ბატონი ბოტკოველი, როგორ იყო ჩართული უკანონო საქმიანობაში სააკაშვილის მმართველობის დროს, როცა იყო გუბერნატორის მოადგილე. თავად ატერორებდა გლეხებს, ბიზნესს და უამრავ ფერმერს, მოსახლეობის წინააღმდეგ ძალიან ბევრ უსამართლო და უკანონო საქმიანობას სჩადიოდა. ბოტკოველი არის სააკაშვილის ჩვეულებრივი სახე, მოძალადე, მწამებელი პარტიის სახე, პარტიისა, რომელიც არის კოლექტიური უბირიები. უბირია არის ადამიანი, რომელიც მიჰყავდათ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს და აუპატიურებინებდნენ ადამიანებს და საშინელებებს სჩადიოდნენ. ასეთი პარტიის სახეა ბოტკოველი და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სირცხვილია ამ ადამიანისთვის ხმის მიცემა.

30 ოქტომბერს ჩვენ ძალიან მშვიდ არჩევნებს ჩავატარებთ, მშვიდად, მტკიცედ, ჩვენ სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში. უნდა გავიმარჯვოთ დიდი უპირატესობით, ლევანმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, მე ამის მჯერა და ამის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და წინასწარი გამოკითხვების შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს თელავში. მინდა, კიდევ ერთხელ ჩემს ძვირფას მშობლიურ თელავს და თელაველებს მივმართო და ვუთხრა, რომ უშუალოდ, მე პირადად ვიქნები ჩართული თითოეული მუნიციპალიტეტის და განსაკუთრებული ემოცია მაქვს თელავის მიმართ, კახეთის მიმართ მოგეხსენებათ, თუმცა აქ არავითარი დიფერენცირება არ იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის მიმართ მექნება თანაბარი მიდგომა. ჩვენ ვგეგმავთ, ბიუჯეტიც გავზარდოთ, ძალიან ბევრი მაგარი პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, მათ შორის ახალი ტურისტული ატრაქციების გაკეთებას თელავში, მასშტაბური, გრანდიოზული ურბანული განახლების პროგრამებს ვიწყებთ იანვრიდან დამატებით და ძალიან ბევრი პროგრამა გვაქვს. რა თქმა უნდა, არ მინდა, არავის გვსურს, თელაველებს და თელავს, რომ ვინმემ გააგრძელოს საბოტაჟი, ისეთი, როგორიც ხდებოდა ბოლო წლებში. ჩვენ აქ მყარი უმრავლესობა გვყავს საკრებულოში, სრულად ვაკონტროლებთ საკრებულოს და შესაბამისად, არავითარი პრობლემა არ ექნება თელავს, თელავის მოსახლეობა ძალიან ბევრ პროგრესს მიიღებს, ამას ვპირდები მე პირადად“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას ითხოვს“ -...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 
თბილისის მეტროში სამართალდამცველმა სავარაუდოდ ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა სცემა. 
1643029981
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0763 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიცდღეს მოქმედებდა, 3.0794 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთანმიმართებით 0.31 თეთრი შეადგინა.
1643029759
ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი აპირებს, რომ უკრაინას 1.2 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტი შესთავაზოს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1643029419
საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ელექტროენერგიის კომუნალურ სეგმენტში პრობლემების მინიმუმამდე დაყვანისთვის. კერძოდ, დაინერგა მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემა, რითაც მოწესრიგდა მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანობა. როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, მრიცხველები, მთელი თბილისის მასშტაბით ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება. ახალი სისტემის ამოქმედება ნიშნავს, რომ აღარ ექნება ადგილი არასწორი საფეხურებრივი ტარიფით დარიცხვის შემთხვევებს, იმოქმედებს გადახდის სპეციალური, მორგებული ვადები პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. 
1643032164
გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხ...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში მისიის ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.
ჯივიპიმ ქეთევან დედოფლის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცი...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიმდინარეობისას ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე სრულად განახლდება 5,5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელი.
გურჯაანში კაცი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა
გურჯაანში, კოლაგის ტყეში ბრმა ტყვიას კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სანადიროდ წასული ორი პირიდან ერთ-ერთმა თანასოფლელი შემთხვევით გასროლილი ტყვიით სასიკვდილოდ დაჭრა.
პრემიერ-მინისტრმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომა გახსნა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.