მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენი ბელადი არის ციხეში, თქვენი დაკარგული სახე მოვიგეთ“ - ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს (ვიდეო)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„მოდით წაგებას სახეს ნუ დააკარგვინებთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის და თქვენი პოლიტიკური ძალებისთვის“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

გამართულ ბრიფინგზე მან მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვებზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ „წაგების გამო სახე არ დაკარგონ.“

„თქვენი პოლიტიკური ძალებისთვის თქვენ ხართ მძიმე მდგომარეობაში, ვგულისხმობ იმ ტელევიზიებს, რომლებიც ეკუთვნის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. თქვენი ბელადი არის ციხეში და თქვენ მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები. თქვენი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ დამარცხების გამო სახე არ უნდა დაკარგოთ.

ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებდა ამ არჩევნებს და თქვენი პოლიტიკური პარტია წააგებდა, თქვენ მიიღეთ 30.69% ამ არჩევნებში და მძიმედ წააგეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქუთაისი და თბილისი წააგეთ, რა მოიგეთ?“ - ჰკითხა ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს რაზედაც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ „მათი დაკარგული, წაშლილი სახე მოიგო“.

„ეს არის მიხეილ სააკაშვილის სახე, რომელიც თქვენი სახით საუბრობს და რომელიც დღეს არის ციხეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას ხმების“ 47,75% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 30.93%.

დათვლილია საარჩევნო უბნების 62.3%.

ამავე თემაზე:

„მგონი ვერავინ ვერ ზეიმობს მოგებას“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

⭕„განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო თბილისში“ - ირაკლი კობახიძე (ვიდეო)