მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენი თავის გარდა, არავინ გიშლით ხელს იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოთ“ - მარკეტა გრეგოროვა

ევროპარლამეტარი

„თქვენი თავის გარდა, არავინ გიშლით ხელს იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოთ“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ პარლამენტში ყველასთან ერთად უნდა იმუშაოს, მათ შორის ოპოზიციასთან. 

„მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომელიც შესაძლოა, გვისმენდეს.  გთხოვთ, სერიოზულად მიუდექით ამ დავალებას და განაგრძეთ ხსენებული რეფორმების გატარება. განავითარეთ რეფორმები, რომლებიც კომისიამ წარგიდგინათ. იმუშავეთ ყველასთან პარლამენტში, მათ შორის ოპოზიციასთან. ეს არ არის პარტიებზე ან კონკრეტულ ადამიანებზე, ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია თქვენი ქვეყნისთვის და თქვენი თავის გარდა,  არავინ გიშლით ხელს იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოთ“, - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი მარკეტა გრეგოროვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ევროკომისიამ საქართველოსთვის წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა 2023 წლამდე გადადო

👉 „ჭირვეულობის დრო არ არის“ - ლევან იოსელიანი

👉 „არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ტოქსიკური გახადა პოლიტიკური გარემო“ - იაგო ხვიჩია

👉 „ოპოზიციას უნდა აწყობდეს არეულობა, საპროტესტო მუხტმა შეიძლება მოამზადოს რევოლუციური მუხტი“ - რამაზ საყვარელიძე

👉 „ამღერდა საკრებულოების გუნდი, ამ სამ ხმას დღეს ბანი შეუერთდა, ტრიო გადაიქცა კვარტეტად“ - რომან გოცირიძე