
„კითხვა და დავსვი და რას ჰქვია შენ არ ითმენო, ამას რომ გეუბნება ჟურნალისტი, ეს არის პიარული თავხედობა. ვიღაცამ რომ ვინმეზე თქვას, ეს არის ღორიო, ჟურნალისტი უნდა მოვიდეს და გკითხოთ -თქვენ ღორი ხართ? ეს რა უბედურებაა, საიდან მოაქვთ ეს ლოგიკა. კაცს ეკითხებიან შენ ხარ თუ არა „კაგებეს“ აგენტის შვილიო“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„თმენის ვალდებულება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამის გამო ხომ არ შეიძლება ილაპარაკონ ყველაფერზე. თავში ჩაგარტყან - მოითმინე, დედა გაგინონ - მოითმინე. დედა რომ გაგინოს ჟურნალისტმა ისიც უნდა მოითმინო. ასე ხომ არ განიმარტება თმენის ვალდებულება. სადღაც ღვარი ხომ არის. სად არის ეს ზღვარი? წარმოუდგენელი ამბავი ხდება. შეურაცხყოფას რომ გაყენებს, უსირცხვილოსა და უნამუსოს რომ გეძახის, მერე რაღაცას ეტყვი, მხოლოდ ამას მოჭრის, რა აკადრე და საჩივრებს რომ გიწერს. უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ზღვარი სადღაც უნდა იყოს. ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, გამოჩნდა, რომ ოჯახების შეურაცხყოფა აქვთ დავალებული ჟურნალისტებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.