მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წარმატების დროს, ყველას უნდოდა აქციის ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა „დაიდო“ ყველამ „სირცხვილიას“ გინება დაიწყო, ეს არასწორია - ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე

„როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო, უცებ ისევ გახდა „სირცხვილიას“ აქცია, რაც არ მგონია სწორი და სამართლიანი ამბავი,“ - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 5 ივლისს გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა. 

როგორც „პალიტრანიუსის“ ეთერში ჯაფარიძემ აღნიშნა, იმ ადამიანების კრიტიკა, ვინც ორგანიზებას უწევდა აქციებს, უმადურობაა. 

„ხალხმა ვინც ეს აქცია გააკეთა, ბევრი შრომა და ბევრი ენერგია ჩადო. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბევრი ადამიანი გაბრაზებული და ნაწყენია, ამ ადამიანების კრიტიკა უმადური საქმე მგონია. ზოგადად სწორი პრინციპი მგონია, რომ „თუ არ მოგწონს წიგნი, შენ დაწერე უკეთესი“. 

თუ ვინმეს არ მოსწონს როგორ გააკეთა ვიღაცამ აქცია, შეცდომები დაინახა თუ რა დაინახა, თვითონ შეუძლია უკეთესი გააკეთოს. ეს ბრაზი ადამიანებში ახლაც არის. თუ ვინმე დაანახებს უკეთეს გზას ამ ადამიანებს, ეს ადამიანები ისევ გამოვლენ. 

უარესებიც ვნახე, მათ შორის 20-ში, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა. ამბავი იყო ასეთი და იძახდნენ, რომ „ეს არ ყოფილა სირცხვილიას აქცია, ეს საერთო აქცია იყო“. როცა ბევრი ხალხი და წარმატება იყო, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა „დაიდო“ ბოლო აქციის შემთხვევაში, უცებ ყველამ დაიწყო „სირცხვილიას“ გინება. ეს არ მგონია სწორი და სამართლიანი ამბავი“, - აღნიშნა ჯაფარიძემ. 

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ სწორად არ მიაჩნია აქციების მიმდინარეობის დროს პოლიტიკოსების ჩრდილში ყოფნა. 

„არც ეს მგონია სწორი, მაგრამ ამ პროცესზე თავიდანვე ლიდერშიფი აიღო სამოქალაქო სექტორმა. ასე დაიწყო პროცესი, ასე შეთანხმდნენ რაღაცებზე და საბოლოო ჯამში დასრულდა, ისე როგორც დასრულდა. ჩემი აზრით არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა“, - აცხადებს ჯაფარიძე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ 5 ივლისს გინების კასკადი მოდიოდა იმ საქართველოში, სადაც 68 სიტყვაა წვიმის აღმნიშვნელი და ამათი ინტელექტი იქამდე დაეცა, რომ მხოლოდ გინება აღმოხდათ - შალვა ნათელაშვილი

✔️ თუ გამოიკვეთა, რომ რუსეთი ამ ომს აგებს, ხელისუფლებას ბრიუსელში ვერავინ ჩაასწრებს - ვახტანგ ძაბირაძე 

✔️  „ოცნებამ“ ამ დღეების განმავლობაში პირდაპირ ამხილა საკუთარი თავი, მას არ უნდა თანხმობა საკუთარ საზოგადოებასთან“ - ბადრი ჯაფარიძე