მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს“ - თეა წულუკიანი მეგის ქარდავაზე

ქარდავა და წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

მინისტრი უკრაინულ მხარეს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მეგის ქარდავა სასჯელაღსრულების სისტემას ვეღარ იცნობს.

„მადლობას ვუხდი უკრაინელ სამართალდამცველებს, ასევე, უკრაინის მთავრობას, ძალზე ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის!

საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ალტერნატივა არ აქვს!

ცნობილ სუბიექტს კი წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს. ქართული ციხე დღეს ადამიანის უფლებების დაცვის შესანიშნავი მაგალითია!“, - წერს თეა წულუკიანი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა.

მეგის ქარდავამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა.

ქარდავას სისხლის სამართლის 11 საქმეზე წარედგინა ბრალდება. ამასთან, სასამართლომ 5 საქმეზე ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იგი, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დროს, ორჯერ დააჯილდოვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„დაჩქარებულად და დარღვევებით წარიმართა, პოლიტიკურ შეთანხმებას ჰგავს“ - მეგის ქარდავას ადვოკატი ექსტრადირებაზე