პოლიტიკა

ცილისწამება, მოგონილი ამბის დაბრალება წლების წინ ნორმად იქცა და ამ ყველაფრის მოთავე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო - გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე
1663863387
დაკოპირებულია

„ნაციონალური მოძრაობა“ ისეთ მდგომარეობაშია და ეს წლებია ასე ხდება, გრიგოლ ვაშაძე იყო მათი ლიდერი და თაკო ჩარკვიანი და გუბაზი {სანიკიძე} არიან მათი სპიკერები, ხომ? ანტიდასავლური კამპანიის და „ლიბერალიზმის“ წინააღმდეგ კამპანიის მებაირახტრეები“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. 

ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ თავდაცვის ექსმინისტრის მისამართით გაკეთებული განცხადების შესახებ საუბრისას თქვა, რომ ამ კონკრეტულ დაპირისპირებაზე ვერაფერს იტყვის. 

ბოკერიას თქმით, ცილისწამება, მოგონილი ამბის დაბრალება, წლების წინ ნორმად იქცა და ამ ყველაფრის მოთავე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. 

„უბრალოდ ცილისწამება, მოგონილი ამბის დაბრალება, რაც წლების წინ ნორმად იქცა და კიდევ უფრო გამყარდა მათ შორის ოპოზიციაში და ამ ყველაფრის მოთავე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. უბრალოდ დააბრალებ ადამიანს, რომ შეკრულია, მოღალატეა... ჩვენ ყველაზე ხშირად ვიყავით ხოლმე სამიზნე და ახლა ეს ამბავი მათი სხვადასხვა სპიკერებისგან გრძელდება. შემდეგ ამ პოლიტიკურ სიბინძურეში იხარშება ასეთი ამბები. 

მიუღებელია ყველა ფრთა „ნაციონალური მოძრაობის“. იმიტომ რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ არჩევანი გააკეთა იმის სასარგებლოდ, რომ არანაირი ფასეულობები არ აერთიანებდეს. ამ პარტიაში ამ ყველაფრის მორყევა მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილმა მოინდომა. სააკაშვილი იყო ამ ყველაფრის სათავეში, მტრების, მოღალატეების...

ეს ადამიანები, ვინც ახლა სხვადასხვა მხარეს არიან, ოღონდ ეს დავით კეზერაშვილს ამ შემთხვევაში ნაკლებად ეხება, ყველანი იყვნენ ნაწილი აი, ამ არანორმალური პოლიტიკური დისკურსის. ამის იქით, ამ კონკრეტულ დაპირისპირებაზე ვერაფერს მეტს ვერაფერს გეტყვით.

შემიძლია გითხრათ ზოგადად ჩემი დამოკიდებულება, რომ პოლიტიკური ძალა უნდა ეყრდნობოდეს შეხედულებებს, იმიტომ რომ როგორი მნიშვნელოვანი ძალა არ უნდა იყოს ესა თუ ის ფიგურა ამ თუ იმ ძალისთვის, ამით არ უნდა განისაზღვრებოდეს, რა პოზიციას დაიკავებ. პოზიცია დამოკიდებული უნდა იყოს იმაზე, რა მიგაჩნია სწორად შენი ქვეყნისთვის, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს ამოსავალი. ყველაფერი ამის მიღმა არის არასწორი და ცუდი. 

„ნაციონალური მოძრაობა“ ისეთ მდგომარეობაშია და ეს წლებია ასე ხდება, გრიგოლ ვაშაძე იყო მათი ლიდერი და თაკო ჩარკვიანი და გუბაზი {სანიკიძე} არიან მათი სპიკერები, ხომ? ანტიდასავლური კამპანიის და „ლიბერალიზმის“ წინააღმდეგ კამპანიის მებაირახტრეები ანუ პროდასავლურობაც კი აერთიანებს თუ არა ამ ძალას, სადაც ეს ყველაფერია თავმოყრილი ძალიან სათუოა... არაფერი აერთიანებთ და ეს ძალიან მძიმე რეალობაა“, - აცხადებს გიგა ბოკერია. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

ნიკა მელიამ ვერ გაუძლო იმ ტვირთს, რასაც პოლიტიკაში ლიდერობა ჰქვია, პოლიტიკური ლუსტრაცია სახეზეა, მან პროცესი დაძირა - თაკო ჩარკვიანი

➖ დავით კეზერაშვილის შესახებ ნიკა მელიას განცხადება უცნაურია - დავით კირკიტაძე

➖ გულწრფელად ვწუხვარ კეზერაშვილზე ნიკა მელიას განცხადების გამო, როცა რუსი ოლიგარქის რეჟიმი დასუსტებულია, პარტიის თავმჯდომარისგან ისრების გადატანა არასწორია - ლევან ხაბეიშვილი

➖  არაორდინარულ მდგომარეობაში ვართ და სერიოზული მსჯელობა იმაზე თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, არასერიოზულია - ზურაბ ჯაფარიძე რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლაზე