მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წინა ხელისუფლება ვერასდროს დაბრუნდება, რადგან დაბრუნებისთვის არასდროს გვიბრძოლია, გამარჯვებისთვის ვიბრძვით“ - ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია არა წინა ხელისუფლების დაბრუნებისთვის, არამედ გამარჯვებისთვის იბრძვის.

მისი თქმით, დედაქალაქის ამომრჩევლისთვის ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის წარდგენის შემდეგ „ქართული ოცნება“ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„წინა ხელისუფლება ვერასდროს ვერ დაბრუნდება, რადგან ჩვენ დაბრუნებისთვის არასდროს გვიბრძოლია, ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. არც წინა და არც იმის წინა ხელისუფლებაზე საუბარი არ არის, ეს არის უნიკალური კოალიცია, რომელმაც მწყობრიდან გამოიყვანა „ქართული ოცნება“.

თუ ბატონი ღარიბაშვილი დარწმუნებულია იმაში, რომ ოპოზიცია ვერ იმარჯვებს, რატომ დადის ქალაქიდან ქალაქში, რატომ ხარჯავს მის ძვირფას დროს და რატომ იღლება? მე მას გულახდილად მინდა მადლობა გადავუხადო, იმისთვის, რომ ის ძალიან გვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღების მიგნებაში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით მოსახლეობაში. მოსახლეობა რაც უფრო მეტს უსმენს ღარიბაშვილს, მით უფრო მეტად ხედავს განსხვავებას ხელისუფლებასა და ოპოზიციურ კოალიციას შორის“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია დაუპირისპირდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი, ეს მინდა ვუთხრა ბატონ მელიას - ირაკლი ღარიბაშვილი

„მელიას კოალიციური მთავრობა პიარისთვის სჭირდება“ - ვახტანგ ძაბირაძე

ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა