მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ შალვა ნათელაშვილს შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება კანონის მიხედვით იქნება შეწყვეტილი - გიორგი ხელაშვილი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი Pia.ge

„თუ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ შალვა ნათელაშვილს შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება კანონის მიხედვით იქნება შეწყვეტილი“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - „კონსტიტუციის ჩანაწერის მიხედვით, თუ დეპუტატი 4 თვე გააცდენს სხდომას, მანდატი უჩერდება. თუ არის მმართველ გუნდში მიღებული გადაწყვეტილება შალვა ნათელაშვილის მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით?“

„რაიმე ფორმალური გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული არ არის, თუმცა, თუ შეამჩნიეთ და დარწმუნებული ვარ თქვენც, ჩვენმა ტელემაყურებელმაც და ამომრჩეველმაც შეამჩნია, რომ ბოლო თვეებში არის ძალიან გამოკვეთილი ტენდენცია, კონსტიტუციის და კანონის შესრულების მიმართულებით. ეს ეტყობა ყველაფერს - თუ დასასჯელია ვინმე, მას სჯიან; თუ წასახალისებელია, ახალისებენ. ყველაფერი ჯდება კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. შესაბამისად, თუ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ შალვა ნათელაშვილს შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება კანონის მიხედვით იქნება შეწყვეტილი. ამ შემთხვევაში მმართველი გუნდის პოლიტიკურ გათვლებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვიმოქმედებთ რეგლამენტის და კანონის მიხედვით“, - განაცხადა ხელაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 10 იანვარს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით Facebook-ზე გამოკითხვა ჩაატარა.