მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ ჩამოხვედი, იჯექი რა კაცურად და ის საჭმელიც შეჭამე, რა ჰუმანური პირობები უნდა შეუქმნან, დისკოთეკაზე ხომ არ წაიყვანენ?! - ელისაშვილი სააკაშვილზე

სააკაშვილის დღევანდელი მიმართვა ჯარის მიმართ მავნებლობაა

„რა უჭირს სააკაშვილს?! კლინიკაში არის, ციხეში ხომ არ არის? ადექი და ჭამე რა. რა ჰუმანური პირობები უნდა შეუქმნან, დისკოთეკაზე ხომ არ წაიყვანენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა

ელისაშვილი აცხადებს, რომ მას სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიაჩნია და სასჯელს დამსახურებულად იხდის. 

მისი თქმით, წელიწად-ნახევარი ქვეყანა გადააყოლეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. 

„არ ვიცი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რას აპირებს, უბრალოდ ის ვიცი, რომ სტრასბურგის სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც გამოიტანა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. სააკაშვილის საქმე ძალიან მალე განიხილეს, ის ჩვეულებრივი პატიმარი არ არის. განიხილეს და რა გადაწყვეტილება მიიღეს? უთხრეს: არსად არ უნდა გადაგიყვანონ, მშვენიერ სამკურნალო პირობებში ხარ, არც უცხოეთში უნდა იმკურნალო. წელიწად-ნახევარი რომ აჯანჯღარა მთელი ქვეყანა სააკაშვილმა და მისმა ტელევიზიებმა, არიქა დაფამფალებს, გული მისდის, მოწამლეს, ხომ მიიღეს პასუხი.

პოლიტიკოსებს რომ თავის თავი უყვართ მარტო და ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ, აი, ამის კლასიკა არის მიხეილ სააკაშვილი. ჯერ სად მოდიხარ რომ მოდიხარ?! მერე როგორ მოდიხარ რომ მოდიხარ! მერე თუ ჩამოხვედი, იჯექი რა კაცურად და ის საჭმელიც შეჭამე და მოითმინე. 

რა უჭირს სააკაშვილს?! კლინიკაში არის, ციხეში ხომ არ არის? ადექი და ჭამე რა. რა ჰუმანური პირობები უნდა შეუქმნან, დისკოთეკაზე ხომ არ წაიყვანენ?! ადექი და შეჭამე, ცოტა ღირსეულად მოიქეცი რა. ის მზად არის „ყოფა უტიროს“ ქვეყანას. ეგოისტია, წელიწად-ნახევარი კაცი კვდებოდეს არ გამიგია, კარგით რა!

ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს - იქნებოდა ციხეში და მოიხდიდა სასჯელს ბოლომდე. მე არ მიმაჩნია, რომ პოლიტპატიმარია. აბსოლუტურად დამსახურებულად ზის ციხეში. სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ  ის სიმულანტობდა“, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.