მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ექიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში არაა შესაბამისი პირობები, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე“ - დავით სერგეენკო სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბურთალოზე

„თუ ექიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ შესაბამისი პირობები არაა, სახელმწიფომ მის გადაყვანაზე უნდა იზრუნოს“,  - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ექიმები ძალიან სწრაფად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას.

„ნამდვილად გულწრფელად მჯერა, რომ თუ ექიმებს მიეცემათ საშუალება ობიექტური, ყველასთვის აღქმადი სურათი დადონ, რომ იქ ადეკვატური პირობები არის, მაშინ კითხვები უნდა გაქრეს გადაყვანაზე, თუკი რეალურად აღმოჩნდება, რომ იქ არ არის შესაბამისი პირობები, რა თქმა უნდა, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე.

ჩემი აზრით, პოლიტიკის ჩარევა ამ გადაწყვეტილების მიღებაში რევს სიტუაციას. არ მეშინია სიტყვა კრიზისის ხსენება, ვახსენებ კრიზისი კი ბატონო, შეგვიძლია სხვა ტერმინი დავარქვათ, არის დაძაბულობა, რომელმაც პოტენციურად შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას. აცალონ ექიმებს და ძალიან სწრაფად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სერგეენკომ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ“ - დიმიტრი ხუნდაძე

🔴 „სააკაშვილი ადგენს სიას ვინ უნდა იშიმშილოს“- ფრიდონ ინჯია

🔴 „სააკაშვილის კადრების გავრცელება იყო უღირსობა, პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფოც დააზიანეთ“ - ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს

🔴 „არ მგონია, ციხეში სააკაშვილის გარდაცვალება გინდოდეთ“ - იაგო ხვიჩია „ოცნებას“