მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ოპოზიციური პარტიები დამიჭერენ მხარს, შანსები გაცილებით მაღალი იქნება“- ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მიმდინარეობს განხილვა, რომ ის თბილისის მერობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ის აღნიშნავს, პარტიის ყველაზე ცნობადი სახეები ვინც არის, იმან საკუთარ თავზე უნდა აიღოს ეს როლი და იყოს მერობის კანდიდატი.

„ჩვენს შანსებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა ეს ყველაფერი მოყვა იმას, რომ მე საჯაროდ ვთქვი, „გირჩის“ პარტიაში არის განწყობა, რომ ჩვენ წინა არჩევნებზე მიუხედავად გაყალბებისა, დედაქალაქში გავედით მესამე ადგილზე. შესაბამისად, თუ სადმე „გირჩს“ შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს ადგილობრივ არჩევნებზე, ეს არის პირველ რიგში თბილისი.

განწყობა არის ასეთი, რომ ჩვენ უნდა შევიდეთ ამ კამპანიაში, მათ შორის მერობის კამპანიაში და პარტიის ყველაზე ცნობადი სახეები ვინც არის ცხადია, იმან უნდა იკისროს, საკუთარ თავზე აიღოს ეს როლი და იყოს მერობის კანდიდატი.

ეს საკითხი განიხილება გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გამიჭირდება კონკრეტული პროგნოზების გაკეთება, უბრალოდ აღვნიშნე რა განწყობა არის. თუ ერთიანი კანდიდატი ვიქნები და სხვა ოპოზიციური პარტიები მე დამიჭერენ მხარს, ამ შემთხვევაში შანსები გაცილებით მაღალი იქნება“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅ზურაბ ჯაფარიძე თბილისის მერობაზე: შეიძლება განვიხილოთ ჩემი კანდიდატურა

✅ინფორმაციისათვის, ცნობილია, რომ ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც გეგმავს თბილისის მერობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებას.

✅„მერობის კანდიდატობას არ გამოვრიცხავ“ - ნიკა მელია