პოლიტიკა

თუ პატიმარ სააკაშვილს დასჭირდება  დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და აღარ გადაიხედება - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pia.ge
1635075840
დაკოპირებულია

„თუ პატიმარ სააკაშვილს დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და აღარ გადაიხედება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთო გადაწყვეტილებაა, რომ ექიმების ჯგუფი ჩართულიყო აღნიშნულ საკითხში, დამატებით პრევენციის მიზნით.

„სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, რომ იგი დაიწყებდა სიმულიანტობას, რომ თითქოს მისი მდგომარეობა მძიმდება, რომ როგორმე გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში. წარმოიდგინეთ, როგორი გეგმა აქვთ, მისი ილუზიებით, 30 ოქტომბერს მათი მხარდმჭერების მობილიზება მოხდებოდა და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან მისი მხარდამჭერები, ამომრჩევლები სააკაშვილს და გაათავისუფლებდნენ. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან, რომ კაცი ჩამოვიდა და თავისი ფეხით შევიდა ციხეში. როგორი ბრიყვული და გაუთვლელი, გაუგებარი გეგმა გააკეთეს და აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა. მეორე - წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან ეს ადამიანები და აჯერებენ საკუთარი ამომრჩევლების ვიწრო ჯგუფს, რომ ეს მორიგი პროვოკაცია დადგან. როგორც ვერ განახორციელა მსგავსი ბინძური პროვოკაცია, როცა უნდოდა მას გამოსულიყო რუსთაველზე და მომხდარიყო 2-3 ოპოზიციური ლიდერის მკვლელობა და ამით მომხდარიყო სრული დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ასევე ჩაეშლებათ და ჩაეშალათ ეს გეგმაც.

მინდა ვთქვა, რომ მცდარი ინფორმაციაა, მინისტრ ტიკარაძეს არ უთქვამს, თავადაც გააკეთებს ამის თაობაზე კომენტარს. ეს არ არის მისი პრეროგატივა. ეს ერთი. მეორე ის, რომ მინისტრმა რატი ბრეგაძემ მას, როგორც კოლეგას მიმართა თხოვნით და ეს ჩვენი საერთო გადაწყვეტილებაა, რომ ექიმების ჯგუფი ჩართულიყო დამატებით პრევენციის მიზნით. ასე, რომ თუ პატიმარ სააკაშვილს თუ დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და აღარ გადაიხედება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია

„ვიწყებთ პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინას შეტანის გამო“ - „დრო...

„ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
1638725637
პროექტის  „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება საქართველოში - Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილეებმა მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.  შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და  ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი ესწრებოდნენ.
1638771856
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 3 დეკემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
1638770790
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
პოლიტიკოსი თაზო ფაცაცია

„ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის შექმნით,...

„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
სოფელ ციხისძირში, საპროტესტო აქციაზე მოსახლეობასა და პოლიციას შორის და...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის მოსახლეობამ ტერიტორიაზე მანდარინის ნარჩენების დაყრა გააპროტესტა. აქციის მიმდინარეობისას მოსახლეობასა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. 
თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაცი...
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
„ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს სააკაშვ...
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.