პოლიტიკა

„თუ პირობები შესრულდება, კანდიდატის სტატუსისთვის მწვანე შუქი აინთება, რასაც სრული წევრობაც მოჰყვება“ - გატანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი
1655996105
დაკოპირებულია

„ვფიქრობ, რომ ევროკავშირის გზავნილი არ უნდა მიიღოთ, როგორც გზავნილი იმედგაცრუებისთვის“, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გატანას ნაუსედამ განაცხადა.

როგორც ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, ქართველი ხალხი იმსახურებს, ჰქონდეს პროგრესი და გახდეს ევროპის სრულფასოვანი წევრი.

„თუ პირობები შესრულდება, მაშინ კანდიდატის სტატუსისთვის მწვანე შუქი აინთება, რასაც შემდეგ სრული წევრობა მოჰყვება. მიღებული გადაწყვეტილება არ არის იმედგაცრუების მესიჯი.  ეს პოზიტიური მესიჯია და გთხოვთ, უთხარით ქართველ ხალხს ამ მიმართულებით ლიეტუველი ხალხის გამოცდილება. ეს იყო მოტივაცია რომ რეფორმები გაგვეტარებინა.

თქვენი ხალხიც იმსახურებს ასეთ შანსს, რომ აჩვენოთ ქართველი ხალხის სიძლიერე, რეფორმების შესრულება და დაეწიოთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ამ გზაზე ცოტათი ადრე იქნენ მიწვეული. თქვენი ხალხი, თქვენი ქვეყანა იმსახურებს, ჰქონდეს კარგი პროგრესი და აჩვენოს რეგიონში სხვა ქვეყნებს ქართული წარმატება“, - აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „უკრაინელები, მოლდაველები და ქართველები იმსახურებენ, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში“ - გალერი

👉 „ომი რომ არ გვინდა და მწვავე დაპირისპირება, იმიტომ ზანზარებდა რუსთაველი“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „ევროპული საბჭო მზადაა, ვალდებულებების შესრულების შემდეგ, საქართველოს სტატუსი მისცეს“ - რიკარდ იოზვიაკი

👉 „არც ექვს თვეში და არც ექვს წელიწადში ევროკავშირის კანდიდატობა არ გვემუქრება“ - კახა გოგოლაშვილი

👉„მოლდოვას და უკრაინას ავანსად მისცეს სტატუსი“ - გია ხუხაშვილი