მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ სააკაშვილი მედიკამენტებს მიღებას შეწყვეტს, რეაბილიტაციის პროცესი გაუარესდება“ - გიორგი გრიგოლია

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია

„თუ მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტებს მიღებას შეწყვეტს, მისი რეაბილიტაციის პროცესი გაუარესდება“, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმის წევრმა გიორგი გრიგოლიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, სააკაშვილისთვის მედიკამენტების მიღება აუცილებელია, რათა ის არ დაუბრუნდეს იმ პროცესს, რაც  კვების შეწყვეტის დაწყების წინ ჰქონდა.

„მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად არ იკვებება, ამას სჭირდება დრო, რომ გადავიდეს საკვების იმ რაოდენობაზე, რაც მისი ორგანიზმისთვისაა საჭირო, ამიტომ მედიკამენტების მიღება არის აუცილებელი. თუ ის შეწყვეტს მედიკამენტების მიღებას, რა თქმა უნდა, გაუარესდება რეაბილიტაციის პროცესი და შეიძლება, თავიდან დაიწყოს ის ცვლილებები, რაც მას კვების შეწყვეტის დაწყების წინ ჰქონდა“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სააკაშვილის შეწყალების საკითხი არა პრეზიდენტის, არამედ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“ - ადვოკატი

 „საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში“ - სააკაშვილი

⭕ „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე