მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ სააკაშვილზე მართლა ზრუნავთ და ზრუნავთ მის სიცოცხლეზე, ორი კვირა მოგვეცით ექიმებს“ - ელენე გიორგაძე

ექიმი ელენე გიორგაძე

„პოსტ-შიმშილის პერიოდი 99% გვაქვს გავლილი, გავიარეთ მშვიდად ყველანაირი ექსცესების გარეშე“ - ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ, სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა ელენე გიორგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შეფასებისას ისაუბრა.

„პოსტ-შიმშილის პერიოდი 99% გვაქვს გავლილი, გავიარეთ მშვიდად, ყველანაირი ექსეცესების გარეშე. ამიტომაც მიდიოდა შემოწმება ყოველ დღე ყველაფრის და ამდენი სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ერთად ვმუშაობდით. ჩემი პაციენტი დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული. ეს უკვე თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რატომ? პაციენტს, რომელსაც ანერვიულებენ, არ ვიცი ტელევიზორით თუ იქ. ეს ჩემი პრობლემა არ არის, რა თქმა უნდა, მე, როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზდები. 

ყველას ვთხოვე,  იურისტებს, ამხანაგებსაც, ოჯახის წევრებსაც, რომ ორი კვირა დამაცადონ, რომ ეს ადამიანი დავაყენო ფეხზე. თუ ამ ადამიანზე მართლა ზრუნავთ და ზრუნავთ მის სიცოცხლეზე, ცოტა დრო, ორი კვირა მოგვეცით ექიმებს, რომ გამოვიყვანოთ ბოლომდე ამ მდგომარეობიდან. თვითონ პაციენტი არაჩვეულებრივად მოგვყვება ექიმებს“, - განაცხადა ელენე გიორგაძემ. 

ელენე გიორგაძის თქმით, წესი არავის დაურღვევია, ამასთან, შეთანხმების თანახმად, ვიზიტორებს შორის 15-წუთიანი ინტერვალია საჭირო, რათა პაციენტმა დაისვენოს. 

„როდესაც სამზე მეტია და რომელიმე ვიზიტორი ძალიან დიდხანს რჩება, მერე ადამიანი, რომელიც შიმშილიდან გამოდის, ახლა იწყებს ადეკვატურ და ნორმალურ კვებას, იღლება“, - აღნიშნა ექიმმა. 

ექიმის თქმით, მნახველების შესვლის პრობლემა მოგვარებულია და აკაკი მინაშვილი დღეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას შეძლებს. 

„ანალიზებიც „სწორდება და ისე გამოსწორდა, რომ ნუტრიციები, რომელსაც ვაძლევდით პრეპარატის სახით, ამას ვხსნით. ამ ადამიანს ყველაფერი ახსოვს, აბსოლუტურად არაფერი არ ავიწყდება, რაც ამ ადამიანს ინტელექტი და ანალიტიკური ტვინი ჰქონდა, ყველაფერი ადგილზეა. არსებობს კიდევ ასეთი ჯანმრთელობა - მენტალური.

როგორც არის სხვა ორგანოები, ასევეა, მენტალური ჯანმრთელობა, ამაზე ლაპარაკობენ ვარაუდით, ვინც ნახა რომ იქ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იყო უკეთესად, თუმცა მე ეს არ ვიცი, მე ამას ვერ შევაფასებ. მე ვარ ენდოკრინოლოგი, მენტალური ჯანმრთელობის შეფასების კომპეტენცია აქვს მხოლოდ ფსიქიატრს. ფსიქოთერაპევტი და ფსიქიატრი შევლენ ერთად და შემდეგში მოვისმენთ მათ დასკვნას“, - განაცხადა ელენე გიორგაძემ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სააკაშვილის შეწყალების საკითხი არა პრეზიდენტის, არამედ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“ - ადვოკატი

 „საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში“ - სააკაშვილი

⭕ „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე