მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ საჭირო გახდა, შევვარდები და ფიზიკურად გამოვიხსნი სააკაშვილს“ - ლევან ხაბეიშვილი

„ნაცმოძრაობის“ წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა გადაცემაში „რეაქცია“ წამყვანის კითხვაზე „შევარდება და ფიზიკურად გამოიხსნის სააკაშვილს?“, განაცხადა, რომ „თუ საჭირო გახდა, მაგასაც გავაკეთებ“.

„როცა კანონგარეშეა ხელისუფლება, როცა ოლიგარქიაზეა საუბარი და ჩვენსა და ევროკავშირს შორის დგას ბიძინა ივანიშვილი, მე მგონია, რომ ყველა მოქმედება ჩვენი მხრიდან იქნება ლეგიტიმური. მე არ ვაპირებ, მათ შორის ფიზიკურად დავიხიო უკან და ის ბარიკადი, რაც იქნება ჩვენს წინ, არ გადავლახო“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, თუ საჭირო გახდება, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ფიზიკურად გამოიხსნის.

„თუ საჭირო გახდა, მაგასაც გავაკეთებ. ნუ გგონიათ, რომ ან ამაზე არ წავალთ, ან ამას არ გავაკეთებთ. აქ საუბარია მიშა სააკაშვილის ბედსა და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ მიიღებენ“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

თანამდებობებს ინაწილებენ... ნახევარი საათი არ გასულა, რაც სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს - ხაბეიშვილი მელიაზე

ჩემი გამარჯვების შემდეგ, პარტიაში გენერალური მდივნის პოზიციას გიორგი კირთაძე დაიკავებს - მელია

„ჭორაობა დაიწყო და ებღაუჭება სკამს იმ პარტიაში, რომელიც არის სააკაშვილის“ - ხაბეიშვილი მელიაზე

ჩემი გამარჯვების შემდეგ, პარტიაში გენერალური მდივნის პოზიციას გიორგი კირთაძე დაიკავებს - მელია