მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ საქართველოს და თავისუფლების მტერი არ ხარ, რატომ შეიძლება პროპაგანდას აწარმოებდე ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ? - გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე

„წლებია ჩვენს საზოგადოებაში ანტიდასავლურ, ანტიქართულ, პუტინისტურ, შავრაზმულ იდეოლოგიას ნერგავენ. ეს პროცესი დაჩქარდა და დოზები გაიზარდა. ახლა კი ივანიშვილის სპიკერი სუბარი პირდაპირ გვეუბნება, რომ „ამ ხაზს ვაწვებით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. 

გიგა ბოკერიას თქმით, „ხალხის ძალა“, რომელიც ივანიშვილის მესიჯებს ახმოვანებს, ერთ-ერთში პუტინისტური კამპანია აქვს.

მისივე განცხადებით, საბოლოო ჯამში ივანიშვილის ძალაუფლების გახანგრძლივების ხარჯზე ქვეყნის მომავლის მოსპობა ხდება. 

„ელჩი რომ ვითომ ოპოზიციას ახმოვანებს, ეს არ არის ყველაზე მძიმე ბრალდება ამ შემთხვევაში, მგონი ფოკუსი უნდა გვქონდეს იმაზე, რაც დღეს პირდაპირ თქვა ერთ-ერთმა სპიკერმა სოზარ სუბარმა. ევროკავშირს რომ თავი დავანებოთ, ნატოშიც სუვერენიტეტის შეზღუდვა არისო. ერთ-ერთში პუტინისტური კამპანია აქვთ, რომელსაც მიყვებიან ნაბიჯ-ნაბიჯ, კიდევ უფრო ღიად განწყობის დასანერგად ჩვენი ქვეყნის შიგნით, რათა გაიმყარონ საფუძველი და დააბნიონ საზოგადოება. 

საბოლოო ჯამში ივანიშვილის ძალაუფლების გახანგრძლივების ხარჯზე ჩვენს ქვეყანას მომავალი მოუსპონ და დატოვონ მარტო დიდი საფრთხის წინაშე. ეს არის ის, რასაც რეალურად აკეთებენ. ჩვენ მათ არ უნდა შევუწყოთ ხელი. 

ევროკავშირი გვერდით რომ გადავდოთ, ნატოში როგორ იპოვა ივანიშვილის რეჟიმმა საფრთხე? ნატო არის თავისუფალი ქვეყნების გაერთიანება, უბრალოდ დემოკრატიული და ფუნდამენტურად თავისუფალი ქვეყანა უნდა იყო. ნატოს ყველა წევრი ქვეყანა არის თავისუფალი ქვეყანა. ძლიერი ქვეყნები ერთმანეთს ეხმარებიან, რომ დაცულები იყვნენ. პირველ რიგში შეერთებული შტატები ეხმარება სხვებს. 

თუ საქართველოს და თავისუფლების მტერი არ ხარ, რატომ შეიძლება პროპაგანდას აწარმოებდე ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ? ეს ყველაფერი ხდება ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. წლებია ჩვენს საზოგადოებაში ანტიდასავლურ, ანტიქართულ, პუტინისტურ, შავრაზმულ იდეოლოგიას ნერგავენ. ეს პროცესი დაჩქარდა და დოზები გაიზარდა. ახლა კი ივანიშვილის სპიკერი სუბარი პირდაპირ გვეუბნება, რომ „ამ ხაზს ვაწვებით“, ნატოში ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის თურმე ჩვენი თავისუფლების შეზღუდვა“, - აცხადებს გიგა ბოკერია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ კანდიდატის სტატუსს მეორედ ვეღარ მივიღებთ - გიორგი ვაშაძე

✔️ „ქართული ოცნება“ თავისი თავის ლუსტრაციას ახდენს - ბადრი ჯაფარიძე

✔️ პუტინის თქმით, ნეონაციზმის იდეები ყველგან არის, მაგრამ უკრაინის გარდა, არც ერთი ქვეყანა არ ამაღლებს მას ეროვნულ დონეზე

✔️ ივანიშვილი არასოდეს თამაშობს ერთ აქტიანი მოქმედებით - თინა ხიდაშელი

✔️ ბორელი: ბირთვულმა საფრთხეებმა არ უნდა შეარყიოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

✔️ ყოველი რუსი, რომელიც ახლა რუსეთში ცხოვრობს, ომის მანქანის ნაწილია - გარი კასპაროვი