
ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებში და ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროების, რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების, საექსკურსიო კომპანიების და სხვა სფეროებში, 4 თვით გადაუვადდება ქონების და საშემოსავლო გადასახადი.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვირუსის ზემოქმედება ეკონომიკაზე სერიოზულად იმოქმედებს. გახარის თქმით, ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ვირუსით გამოწვეული დარტყმა შერბილდეს.
"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ღონისძიებების ეფექტურობა. ვირუსის ზემოქმედება ეკონომიკაზე გლობალურად საკმაოდ სერიოზული იქნება. სრულად უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკას დავეხმაროთ და შევარბილოთ ეს დარტმა.მნიშვნელოვანია ნეგატიური ზეგავლენები იყოს პროგნოზირებადი და მათზე რეაქცია იყოს დაგეგმილი. პირველი დარტყმა მიადგება კომერციული სექტორის იმ სფეროს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძირითადი დრაივერი იყო ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის", - განაცხადა პრემიერმა.