პოლიტიკა

უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობაზე, ანალიზებსა და შემოწმებებზე - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge
1635345463
დაკოპირებულია

„ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს წაერთვა დაცვის უფლება, რადგან ახლა სააკაშვილსა და იურისტებს შორის ნებისმიერ კომუნიკაციას ხელისუფლება გააკონტროლებს.

„ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენა, რითაც მოგვისპეს ფაქტობრივად კომუნიკაციის შესაძლებლობა მესამე პრეზიდენტთან. ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა. მიხეილ სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი“, - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი, ასევე, განცხადებას ავრცელებს, რომელიც ჟურნალისტებთან ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა წაიკითხა.

„ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებსა, რეანიმობილის ბრიგადების მომსახურებასა და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რომლებიც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრების ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება“, - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთ“ - ანა დოლიძე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე ადვოკატებს მოუწოდებს

🔴„შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

🔴 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

ბრიუსელი, ბელგია

ბელგიაში კოვიდშეზღუდვების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადა...

ბელგიაში, ბრიუსელში მოსახლეობის მიერ კოვიდშეზღუდვების გაპროტესტება პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
1638734104
ბრიტანეთის მთავრობა კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების ფონზე სამოგზაურო შეზღუდვებს ამკაცრებს, - ამის შესახებ apnews იუწყება. 
1638720475
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თბილისში კოვიდპასპორტების წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმაურება. 
1638717500
ზვავი ავსტრიაში

ავსტრიაში ზვავს სამი მოთხილამურე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

ავსტრიაში ზვავის შედეგად სამი მოთხილამურე დაიღუპა, ორი კი დაშავდა, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
„სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამას ბევრ ადამიანზე ვერ ვიტყვი...
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა. 
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის პოსპიტალში მიტროპოლიტი ნიკოლოზ...
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. 
მარტყოფში ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა და გარდ...
მარტყოფში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ქმარმა ცოლი პურის საჭრელი დანით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა.