მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა“ - უკრაინის სახალხო დამცველი

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ექსპერტთა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს და ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს. 

„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რომლებიც გაიცა ნინო ლომჯარიას მოწვეული ექსპერტების მიერ, ასევე, იმ ექსპერტების მიერ, რომლებსაც მოიწვევენ ადვოკატები და მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის მიერ. სააკაშვილს უნდა გაეწიოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, რადგან მან უკვე მიიღო შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ლუდმილა დენისოვამ. 

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.