პოლიტიკა

„უკრაინის უშიშროების სამსახური სავსეა რუსი აგენტებით, ამის შესახებ არაერთხელ გამიფრთხილებია ბაკანოვი“ - სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
1658319698
დაკოპირებულია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის გენპროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, უკრაინის უშიშროების სამსახურში რუსი აგენტების ჯგუფი არსებობს და ამის შესახებ უკვე ყოფილ გენპროკურორ ივან ბაკანოვს მანამდე თავად აფრთხილებდა. 

„ვფიქრობ, ომში უზენაესი მთავარსარდლის საკადრო გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენება უკრაინის დემოკრატიის პირობებშიც კი, არასწორი და ამორალურია. მით უფრო, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილებები სწორია. უკრაინის უშიშროების სამსახური სავსეა რუსი აგენტებით. ამის შესახებ არაერთხელ გამიფრთხილებია ბაკანოვი. ის ტოვებდა ძალიან წესიერი, მაგრამ ამავე დროს უაღრესად გულუბრყვილო პიროვნების შთაბეჭდილებას, რომელიც აღფრთოვანებული იყო ქვეშევრდომების „პროფესიონალიზმით“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

უკრაინელი მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „სანამ ამერიკელები არ გადაწყვეტენ, რომ „უკვე საკმარისად დავთესეთ ქაოსი“, იქამდე უკრაინელებს მოლაპარაკების უფლებას არ მისცემენ“ - სერგეი ლავროვი

👉 შოიგუმ რუს სამხედროებს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების „სწრაფად განადგურება“ დაავალა

👉 „ელჩ დეგნანს ვურჩევდი, ყურადღება არ მიაქციოს „სამი ამიგოსა“ და „დოქტორი დუმის“ ღია წერილებს და პასუხისათვის მთავრობას მიმართოს“ - თედო ჯაფარიძე

👉 გოგაშვილის სახლიდან ამოიღეს 28 საათიანი ფირი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით - პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე“ - ელისო კილაძე