მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკვალოდ სააკაშვილის ბრძოლა არ ჩაივლის, მისი თავგანწირვა არ დააზიანებს ერთობას - პირიქით“ - ნიკა მელია

ნიკა მელია

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ესაა ზრუნვა ამ ქვეყნის ღირსებასა და მომავალზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უსამართლოდ სამართლდებოდეს.

„ძალიან სწრაფად შემიწყვიტეს დეპუტატის ვუფლებამოსილება, რადგან არ მქონოდა ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა“, - აღნიშნა მელიამ.

14 ოქტომბრის დაანონსებული აქციის შესახებ მან განაცხადა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდება აქციას.

„შემოგვიერთდებიან არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები“, ყველა ის ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ ვითარება უხერხულია, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის ციხეში და იქ ნამდვილად არ უნდა იყოს. მინდა მოვიკითხო ის და ვუსურვო ჯანმრთელობა და გამძლეობა.

უკვალოდ მისი ბრძოლა არ ჩაივლის, მისი თავგანწირვა და თავდადება არ დააზიანებს ერთობას - პირიქით. ახლა პარტიული პოლიტიკის დრო არ არის, ყველაფერი მაგრად იქნება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისში, 14 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, მასშტაბური აქციას დააანონსა.

მელიას თქმით, ყველას ვალია აქციაზე მოსვლა, რადგან სააკაშვილი არის იქ სადაც არ უნდა იყოს.

იხილეთ აგრეთვე:

✅„იმდენი უნდა შევიკრიბოთ, რაც განვლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ“ - მელია 14 ოქტომბერს აქციას აანონსებს

✅„ჩემო მომავალო თბილისის მერო, დღეს აქ უნდა მდგარიყავი და შენ გამოცდა ვერ ჩააბარე“ - თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას