პოლიტიკა

🎥 „ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ“ - თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი
1633522840
დაკოპირებულია

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ის ფლობს ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში ლიკვიდაციის გეგმასთან დაკავშირებით და ის დიპლომატიურ კორპუსს რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

„უმძიმესი ინფორმაცია გვაქვს, სასწრაფოდ შევიკრიბეთ, მივმართავ ყველა აკრედიტებულ ელჩს საქართველოში კორპუსს, სენატორებს რიშს და კუბილიუსს, ამერიკის, ბრიტანეთის, ისრაელის ელჩებს, ნატოს მისიის ხელმძღვანელობას ამიერკავკასიაში, გადამოწმებული, უმძიმესი ინფორმაციით, რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა მოინახულოს ყოფილი პრეზიდენტი და ზეწოლა განახორციელონ რუსეთის ხელისუფლებაზე. ჩაფიქრებულია მორალური და ფიზიკური განადგურება სააკაშვილისა, ალბათ ამაში ეჭვი არავის გეპარებათ. მორალურად უნდათ წელში გადატეხა ყოფილი პრეზიდენტისა, ვლადიმერ პუტინის პირდაპირი მითითებაა“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„ზელენსკი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია“ - უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

🔴„სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია“ - სანდრა რულოვსი

🔴პრემიერ-მინისტრის ღია წერილი