მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ სააკაშვილი თავისუფლებაზე ძალიან ბევრს გააკეთებდა ქვეყნისთვის“ - მინაშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი

„ეს სასამართლო არ არის, ეს არის ადამიანების კლანი, რომელიც ერთი ადამიანის პრინციპებს ემსახურება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

„ხელისუფლების სურვილია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს მართული სასამართლოთი. ეს შენობა, ცხადია ყველას ესმის, რომ სასამართლო არ არის, ეს არის ადამიანების კლანი, რომელიც ითვალისწინებს არა სამართლის, არა დემოკრატიის, არამედ მხოლოდ ერთი ადამიანის პრინციპებს. 

ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებაზე ძალიან ბევრ რამეს გააკეთებდა ქვეყნისთვის“, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა „მთავარის“ ეთერში. 

შეგახსენებთსაქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉  „თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

👉  „დავტოვე პენსია - 90 დოლარი, 10 წლის თავზე პენსია არის 77 დოლარი“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ, რა, უკვე ვეღარ ასამართლებთ?“ - მიხეილ სააკაშვილი