მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახტანგ გომელაური სომხეთის პოლიციის უფროსს მასპინძლობს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სომხეთის პოლიციის უფროსს მასპინძლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი ვაჰე ღაზარიანი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ვახტანგ გომელაურმა ვაჰე ღაზარიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში მდებარე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სომხეთის პოლიციის დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი ბუთხუზი, იოსებ ჭელიძე და ალექსანდრე დარახველიძე, ასევე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, ხოლო სომხეთის დელეგაციის მხრიდან: პოლიციის უფროსის მოადგილეები, ერევნის პოლიციის უფროსი და სხვა დანაყოფის უფროსები დაესწრნენ.

სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, მომსახურების სააგენტოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს, შსს-ს აკადემიას ესტუმრებიან და მათი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან.