პოლიტიკა

ვაპირებთ, ბევრი კარგი საქმე გავაკეთოთ ერთად - გიორგი კირთაძე

„ნაცმოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი"
1674581673
დაკოპირებულია

„რაც ენმ-ის მხარდამჭერებსა და ლიდერებს აერთიანებს, არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა და ქვეყნის ევროინტეგრაცია“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

👉 ჩემი გამარჯვების შემდეგ, პარტიაში გენერალური მდივნის პოზიციას გიორგი კირთაძე დაიკავებს - მელია

კირთაძე აცხადებს, რომ ის ნიკა მელიასთან და ენმ-ს გუნდთან ერთად ბევრი კარგი საქმის გაკეთებას აპირებს.

„მადლობა ნიკას, მადლობა ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო.  ძალიან კარგად მესმის, რა მნიშვნელოვანი შემოთავაზებაა ეს და ძალიან კარად მესმის ამის როლი და მნიშვნელობა ქართულ სახელმწიფოში.

დავთანხმდი ნიკას და ვაპირებთ, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთოთ ერთად. ძალიან კარგად მესმის ენმ-ს მხარდამჭერთა წუხილი ამ არჩევნებთან დაკავშირებით. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ენმ დიდი პარტიაა და ბევრი განსხვავებული აზრია.

მთავარი რაც ამ პარტიის ლიდერებს და მხარდამჭერებს აერთიანებს არის ორი რამ: პირველი ეს არის საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩება და მეორე, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია“, - აცხადებს გიორგი კირთაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ახასიათებს ის, რომ თუ გუშინ დაუძინებელი მტრები იყვნენ, დღეს შეიძლება ნათელ-მირონები გახდნენ - რომან გოცირიძე

თანამდებობებს ინაწილებენ... ნახევარი საათი არ გასულა, რაც სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს - ხაბეიშვილი მელიაზე

⭕ უჭირთ, ახლოვდება არჩევნები, თუკი რამე უკადრებელი იყო, ყველაფერი იკადრეს - ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილზე

⭕ „ძალიან ცუდად არის, საერთოდ ვერ დგება“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

 შეუძლებელია დაკარგო სახე და დაემსგავსო გესტაპოს ექიმს - თაკო ჩარკვიანი ნადირაძეს